მთავარიბიზნესიეკონომიკატურიზმი
ფინანსებიჯანდაცვასპორტიყველა სიახლე
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნესმრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრებაპერსონალური ფინანსები
პოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიშაინენერჯი
flag
AMD 7022.7
-0.0128
flag
AZN 1.6174
-0.0012
flag
CNY 37.678
0.0001
flag
EUR 3.1249
-0.0025
flag
GBP 3.6389
-0.0123
flag
KZT 52.57
0.0004
flag
TRY 0.0721
-0.0001
flag
USD 2.7503
-0.002

კადრებს ვეძებთ, ტექსტილის წარმოებაში კვალიფიციური მუშახელის დეფიციტია - Poti Textile

news image

ტექსტილის წარმოებაში კვალიფიციური კვალიფიციური კადრების დეფიციტია, - ამის შესახებ Business Insider Georgia-თან Poti Textile-ის დირექტორმა ნელი გაგნიძემ განაცხადა

„ჩვენ აქტიურად ვახორციელებთ კადრების მომზადებასა და გადამზადებას, რადგანაც რეგიონში და მის ფარგლებს გარეთ სათანადო კვალიფიციური კადრების პოვნა გვიჭირს. პირველ ეტაპზე Poti Textile-ში 300-მდე თანამშრომელია დასაქმებული, ეს მოიცავს წარმოებასა და ადმინისტრაციას“, - ამბობს ნელი გაგნიძე.

რაც შეეხება ლოგისტიკას, Poti Textile-ის დირექტორი ამბობს, რომ საწარმოს, დამკვეთების სურვილის შესაბამისად ამ სერვისის უზრუნველყოფაც შეუძლია.

„ახალ კადრებს მუდმივად ვეძებთ, რადგან კომპანია იზრდება. დღეს Poti Textile-ში 300-მდე თანამშრომელია, წლის ბოლომდე დასაქმებულთა რაოდენობა 600-მდე გაიზრდება. 2024 წელსაც ზრდაზე ვართ ორიენტირებული, ფაბრიკის სიმძლავრე მაღალია, რაც დამატებით სამუშაო ადგილების შექმნის შესაძლებლობას გვაძლევს. შეგვიძლია, რომ მხოლოდ 600 მკერავი გვყავდეს და თავისუფლად ავიდეთ 1000 თანამშრომელზე.

Poti Textile-ში ახალ კადრებს სათანადო ცოდნას ვაძლევთ, რადგანაც მუშახელი ძირითადად გამოუცდელია. რეგიონში და აჭარაშიც ძირითადად ტრიკოტაჟის ფაბრიკებია. ჩვენ გვაქვს როგორც ტრიკოტაჟის წარმოება ასევე მყარი საამქროებიც, ამიტომ კადრებს გადამზადება სჭირდებათ. ჩვენი საწარმოს კარი როგორც გამოუცდელი, ისე გამოცდილი კადრებისთვის ღიაა“, - აცხადებს ნელი გაგნიძე.

Poti Textile-ის ნაწარმი საშუალო სეგმენტზეა გათვლილი. საწარმო, რომელიც ოფიციალურად 2022 წელს გაიხსნა, საქართველოს ტექსტილისა და მზა ტანსაცმლის მწარმოებელ ექსპორტიორთა ტოპ სამეულშია.

„ჩვენი ქარხნის სტრატეგიული ადგილმდებარეობა, რაც ფოთის საზღვაო პორტთან და თურქეთის საზღვართან სიახლოვეს გულისხმობს, ევროპული ბაზრისთვის უნიკალურ უპირატესობას გვანიჭებს. ჩვენი სპეციალობა ტანსაცმლის დიზაინი და წარმოებაა, მომხმარებლების კონცეპტუალურ იდეებს რეალობად ვაქცევთ და ნამუშევრები ტექნიკური შესრულებით გამოირჩევა.

საწარმოო პროცესი საწყისი დიზაინიდან, პროდუქციის მაღაზიებში მიწოდებამდე, მკაცრად კონტროლდება შიდა გუნდის მიერ. ევროპისა და აშშ-ს ყველაზე ცნობად რითეილერებთან (საცალო მოვაჭრეებთან) თანამშრომლობის ხანგრძლივი გამოცდილების შედეგად, „Poti Textile“- მა ინოვაციების, ხარისხისა და სერვისების კულტურა გამოიმუშავა და შექმნა საიმედო და მომხმარებელზე ორიენტირებული ბიზნეს-გარემო“,- აღნიშნულია კომპანიის ვებგვერდზე განთავსებულ ინფორმაციაში.

news banner
ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











მოსაზრება

quote

ჩვენი ამოცანაა, ბიზნეს სექტორის ინტერესების წარმოდგენა

საჭიროა, ამ დადგენილებების მოდიფიცირება ისეთი გზით, რომ არ დაზიანდეს არც ბიზნესის და არც სახელმწიფოს ინტერესები.

author სოსო ფხაკაძე

სხვა სიახლეები

ბიზნეს სიახლეები
image

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა