მთავარიბიზნესიეკონომიკატურიზმი
ფინანსებიჯანდაცვასპორტიყველა სიახლე
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნესმრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრებაპერსონალური ფინანსები
პოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიშაინენერჯი
flag
AMD 7022.7
-0.0128
flag
AZN 1.6174
-0.0012
flag
CNY 37.678
0.0001
flag
EUR 3.1249
-0.0025
flag
GBP 3.6389
-0.0123
flag
KZT 52.57
0.0004
flag
TRY 0.0721
-0.0001
flag
USD 2.7503
-0.002

კადრების დეფიციტის გამო დეველოპერული პროექტები ვერ იწყება - ბესო ორთოიძე

news image

სამშენებლო სფეროში კადრების დეფიციტი ოფიციალური კვლევითაც დასტურდება. საქართველოს ბიზნეს ასოციაცია BAG ინდექსის მესამე კვარტლის შედეგების მიხედვით, კვალიფიციური კადრი და სამუშაო ძალა მთავარი პრობლემაა, რაც ბიზნესს ყველაზე მეტად აწუხებს.

მიუხედავად იმისა, რომ სამშენებლო ბაზრის მოლოდინები პოზიტიურია, სექტორი რიგით პირველია კვლევაში, სადაც კადრების კუთხით განსაკუთრებით  უჭირთ.

კომპანია ,,არსის“ აღმასრულებელი დირექტორის ბესო ორთოიძის შეფასებით, პრობლემა იმდენად მასშტაბურია, რომ მსხვილი პროექტები ვერ ხორციელდება, რადგან კომპანიებში საკმარისი ადამიანური რესურსი არ არის. ,,დღეს დარგში პრობლემაა როგორც კვალიფიციური კადრი, ასევე დაბალი რგოლის მუშახელი. შეიძლება, კომპანია ფინანსურად მზად იყოს ახალი პროექტის განსახორციელებლად, მაგრამ პროცესს ვერ იწყებდეს იმის გამო, რომ საკმარისი ადამიანური რესურსი არ არის. რეალურად შესაძლებელია, რომ ერთი კომპანია პარალელურად რამდენიმე პროექტზე მუშაობდეს, ბევრს აქვს ამის შესაძლებლობა, რასაც კადრების სიმცირის გამო ვერ აკეთებს.

ზოგადად პრობლემაა პროფესიული კადრი, რაც სექტორს დიდ დაბრკოლებას უქმნის. რეალურად ძალიან ცოტაა ადამიანი, რომელიც ამ დარგშია დასაქმებული და პროფესიული განათლება აქვს მიღებული. ძირითადად მაინც თვითნასწავლი კადრებია. ამის ერთ-ერთი მიზეზი არის მენტალური საკითხი. ყველა ცდილობს პოპულარული პროფესია შეარჩიოს, ხოლო როცა ამთავრებს სასწავლებლებს და ვერ იწყებს სამსახურს, მშენებლობაში საქმდება და აგროვებს გამოცდილებას. ბაზარი ძირითადად ასეთი კადრისგან არის დაკომპლექტებული“, - ამბობს ბესო ორთოიძე.

ერთ-ერთი პრობლემა, რაც ასევე კადრების დეფიციტთან უშუალოდ არის დაკავშირებული პროფესიული სასწავლებლების სიმცირეა.

,,პროფესიული სასწავლებლის მიმართ კიდევ მეტი ინტერესი უნდა გაჩნდეს. რაღაცნაირად სახელმწიფოს მხრიდან მეტი აქცენტი უნდა გაკეთდეს პროფესიულ სწავლებაზე, სახელმწიფომაც უნდა იცოდეს თუ რა სახის კადრები სჭირდება გრძელვადიან პერსპექტივაში. შეიძლება საერთოდ არ გვჭირდება ამდენი ეკონომისტი, იურისტი და ა.შ. ასე ვერ შეზღუდავ, მაგრამ რაღაცით წახალისება უნდა მოხდეს ხალხის, მანამდე კი სასწავლებლები უნდა არსებობდეს, გამოსავალი ეს არის, ახალ ველოსიპედს ვერ გამოვიგონებთ“, - აღნიშნავს ბესო ორთოიძე.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ბიზნეს ასოციაცია BAG-მ ინდექსის მესამე კვარტლის შედეგები გამოაქვეყნა. პოზიტიური შეფასებებისა და ოპტიმისტური განწყობების მიუხედავად, მიმდინარე კვარტალში გამოკითხული კომპანიები, ასევე, საუბრობენ გამოწვევებზე, რომელიც ხელს უშლის მათ ბიზნესსაქმიანობას. 2023 წლის მესამე კვარტალში, კიდევ უფრო გამწვავდა კადრების დეფიციტის პრობლემა, რომელიც ყველაზე მნიშვნელოვან ხელის შემშლელ ფაქტორად მიიჩნევა ბოლო რამდენიმე კვარტალია.

news banner
ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











მოსაზრება

quote

ჩვენი ამოცანაა, ბიზნეს სექტორის ინტერესების წარმოდგენა

საჭიროა, ამ დადგენილებების მოდიფიცირება ისეთი გზით, რომ არ დაზიანდეს არც ბიზნესის და არც სახელმწიფოს ინტერესები.

author სოსო ფხაკაძე

სხვა სიახლეები

ბიზნეს სიახლეები
image

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა