დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ჯავშნები გვაქვს ტაილანდიდან, ინდოეთიდან და ევროპის ქვეყნებიდან - „გორი ინნ“

ჯავშნები გვაქვს ტაილანდიდან, ინდოეთიდან და ევროპის ქვეყნებიდან - „გორი ინნ“

07-05-2024 10:33:00

Inn ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორის, ერეკლე კოკაიას განცხადებით, აქვს მოლოდინი, რომ სასტუმრო „გორი ინნ“ -ის დატვირთულობა ზაფხულის სეზონზე გასულ წელთან შედარებით 90%-ით გაიზრდება.

„დატვირთულობა აპრილიდან იზრდება. პირველ კვარტალში სასტუმროს დატვირთულობა საშუალოდ იყო 40-50%, რაც ძალიან კარგი შედეგია, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ უკვე მეორე წელია სასტუმრო რაც ფუნქციონირებს. 2024 წლის პროგნოზს რაც შეეხება, გვაქვს მოლოდინი, რომ 2023 წელთან შედარებით გვექნება 90%-იანი მატება. რაც ძალიან კარგი შედეგია. მთავარია მოთხოვნა გაზრდილია. წინასწარი ჯავშნებიც მიღებული გვაქვს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან. უფრო და უფრო პოპულარული ხდება სასტუმრო უცხოელებს შორისაც, თუმცა ჯერ-ჯერობით დამსვენებლების უმეტესობა ადგილობრივი მოსახლეობაა“, - ამბობს ერეკლე კოკაია.

მისი ინფორმაციით, მიმდინარე წლის პირველ კვარტალში, სასტუმროს ვიზიტორების 80%-ს ადგილობრივი მოსახლეობა წარმოადგენდა.

„შესაბამისად, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ადგილობრივი ბაზარი. გორის ტურიზმი სეზონურია, როგორც თბილისის და უცხოელი ტურისტების რაოდენობა მაისიდან იზრდება და შესაბამისად, სტატისტიკა ოქტომბრის დასაწყისამდე მზარდია“, - ამბობს ერეკლე კოკაია.

Inn ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორის ინფორმაციით „გორი ინნ“-ში ზაფხულის სეზონზე ჯავშნები მსოფლიოს ყველა ქვეყნიდან აქვთ, მაგრამ განსაკუთრებით გამოირჩევა ჩინეთი.

„ასევე ჯავშნები გვაქვს ტაილანდიდან, ინდოეთიდან, დსთ-სა და ევროპის ქვეყნებიდან. ევროპელი ტურისტები უფრო ინდივიდუალური ტურებით მოდიან ვიდრე ჯგუფურად“.

რაც შეეხება ფასებს, როგორც ერეკლე კოკაია განმარტავს, სეზონურია და მოთხოვნის მიხედვით ფორმირდება. სასტუმროში ფასები, ზამთარში შედარებით დაბალია და ზაფხულში უფრო მაღალი. თუმცა მაქსიმალურად ცდილობენ, რომ ფასები მისაღები იყოს ადგილობრივი მოსახლეობისთვის.

„ვეცდებით, რომ ეს სეგმენტი არ დავკარგოთ. ფასების მატება დაიწყება მაის-ივნისიდან და სასტუმრო ოთახში განთავსების საშუალო ფასი საუზმით, დაახლოებით 300 ლარი იქნება“, - ამბობს ერეკლე კოკაია.

„გორი ინნ” ოფიციალურად 2023 წლის 6 თებერვალს გაიხსნა. ყოფილი ცირკის ტერიტორიაზე, ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო “ინნ ჯგუფმა” შპს “ვაკა ისტეიტსთან” ერთად ააშენა.

 

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები