მთავარიბიზნესიეკონომიკატურიზმი
ფინანსებიჯანდაცვასპორტიყველა სიახლე
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნესმრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრებაპერსონალური ფინანსები
პოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიშაინენერჯი
flag
AMD 7022.7
-0.0128
flag
AZN 1.6174
-0.0012
flag
CNY 37.678
0.0001
flag
EUR 3.1249
-0.0025
flag
GBP 3.6389
-0.0123
flag
KZT 52.57
0.0004
flag
TRY 0.0721
-0.0001
flag
USD 2.7503
-0.002

ის, რომ ტურიზმის და მასპინძლობის ინდუსტრია პრიორიტეტული და სტრატეგიული მიმართულებაა, ამას უკვე ციფრებიც ადასტურებს - ნინა კეკელიძე

news image

ტურიზმის და მასპინძლობის ინდუსტრია ჩვენი ქვეყნის პრიორიტეტული და სტრატეგიული მიმართულება რომ არის ამას ციფრებიც ადასტურებს, - ამის შესახებ ტურისტული კომპანია  Discover Georgia-ს დამფუძნებელმა ნინა კეკელიძემ განაცხადა.

მისი თქმით,  კერძო სექტორმა და სახელმწიფომ ამ მაჩვენებლების გაზრდაზე უნდა იფიქროს და უნდა ეცადონ, რომ საერთაშორისო ვიზიტორების უმრავლესობა განმეორებადი ვიზიტით ჩამოვიდნენ საქართველოში. 

„კერძო და სახელმწიფო სექტორის კოლაბორაცია, აქტივობები როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის ფარგლებს გარეთ ძალიან დიდ როლს თამაშობს“, - აცხადებს ტურისტული კომპანიის დამფუძნებელი.

აღსანიშნავია, რომ ერთობლივი პროექტების გარდა, ბიზნესი დამოუკიდებლადაც ინტენსიურად მუშაობს საერთაშორისო ვიზიტორების მოზიდვაზე და საზღვარგარეთის ბაზრებზე საქართველოს პოპულარიზაციაზე. 

„ბიზნესი გარკვეულ ნაბიჯებს დამოუკიდებლად აქტიურად დგამს. გამოვყოფდი საქართველოს ტურიზმის ასოციაციის ჩართულობას, თავისი 250-ზე მეტი წევრის ერთობლივი აქტივობებით. ჩვენ ბევრ საერთაშორისო გამოფენაზე ვიღებთ მონაწილეობას და მაგალითად, ნოემბერში მე პირადად Discover Georgia-ს მხრიდან მივემგზავრები ორ საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე. სალონიკსა და  ბარსელონაში წარვადგენ ჩვენს ქვეყანას და შევეცდები საერთაშორისო ვიზიტორები დავარწმუნო, რომ თავიანთ პრიორიტეტებსა და მიმართულებებში 2025 წლისთვის მოიაზრონ საქართველო. საერთაშორისო ტურისტული გამოფენებიდან დაბრუნების შემდეგ, Discover Georgia-ს მაგალითზე გვიწევს უშუალო პროდუქტების შემუშავება, რომელიც ჩვენს საერთაშორისო ვიზიტორებს მოხიბლავს და მათ აღმოაჩენინებს ჩვენს ქვეყანას და მრავალფეროვან კულტურას, ტრადიციებს და ისტორიებს“, - განმარტავს ნინა კეკელიძე.

Discover Georgia-ს დამფუძნებელს იმედი აქვს, რომ გაწეული მუშაობა, ახალი პირდაპირი ავიარეისების და ბაზრების გახსნა, 2025 წელს ქვეყანაში საერთაშორისო ვიზიტებს კიდევ უფრო გაზრდის. 

„ავიაცია ტურიზმის სექტორში ერთ-ერთი საყრდენი მამოძრავებელი ინდუსტრიაა. შესაბამისად, ჩვენი ქვეყნის მიმართულებით პირდაპირი ავიარეისების დანიშვნა მაჩვენბლების ზრდასთან, მეტი შემოსავლების მიღებასსა და ეკონომიკის მდგრად განვითარებასთან ასოცირდება. მინდა აღვნიშნო, რომ ყველა შიდა თუ გარე ფაქტორი, პოლიტიკური, ეკონომიკური, პირდაპირ აისახება ტურიზმის ინდუსტრიაზე და ამ მზარდ ტენდენციაზე. მნიშვნელოვანია, რომ შევძლოთ ამ სტატისტიკის როგორც შენარჩუნება, ასევე მისი ზრდა 2025 წელს“, - აღნიშნა ნინა კეკელიძემ.
 

news banner
ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











მოსაზრება

quote

ჩვენი ამოცანაა, ბიზნეს სექტორის ინტერესების წარმოდგენა

საჭიროა, ამ დადგენილებების მოდიფიცირება ისეთი გზით, რომ არ დაზიანდეს არც ბიზნესის და არც სახელმწიფოს ინტერესები.

author სოსო ფხაკაძე

სხვა სიახლეები

ბიზნეს სიახლეები
image

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა