მთავარიბიზნესიეკონომიკატურიზმი
ფინანსებიჯანდაცვასპორტიყველა სიახლე
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნესმრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრებაპერსონალური ფინანსები
პოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიშაინენერჯი
flag
AMD 7022.7
-0.0128
flag
AZN 1.6174
-0.0012
flag
CNY 37.678
0.0001
flag
EUR 3.1249
-0.0025
flag
GBP 3.6389
-0.0123
flag
KZT 52.57
0.0004
flag
TRY 0.0721
-0.0001
flag
USD 2.7503
-0.002

იყო კოორდინირებული ხმის მიცემა, როდესაც რამდენიმე ადამიანი ოჯახში ანაწილებდა ხმას სხვადასხვა პარტიაზე იმისთვის,  რომ გადაენაწილებინათ ხმები და ასე გადაელახა რამდენიმე პარტიას ბარიერი - შალვა პაპუაშვილი

news image

თავად თქვეს, რომ ეს არჩევნები იყო რეფერენდუმი ორ ძალას შორის - „ქართულ ოცნებასა“ და მის მოპირისპირედ მყოფ ძალას  „ნაციონალურ მოძრაობას“ შორის. ამიტომ, ამ არჩევნებზე ყველა ეს პარტია საბოლოოდ გაფორმდა,  ოფიციალურად და საჯაროდ  როგორც „ნაცმოძრაობა“,- ასე გამოეხმაურა  პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი „ხალხის ძალის“ წევრის, დეპუტატ ზურაბ ქადაგიძის განცხადებას, იმის თაობაზე, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ „ძლიერ საქართველოს“ და „გახარიას საქართველოსთვის“ საარჩევნო ბარიერი გადაალახვინა. 

მისივე თქმით,  ხმის მიცემა ხდებოდა კოორდინირებულად, ოჯახში მყოფი რამდენიმე ადამიანი  სხვადასხვა პარტიაზე ანაწილებდა ხმას, რათა რამდენიმე პარტიას შესძლებოდა ბარიერის გადალახვა, სწორედ ამიტომ ბარიერგადალახულმა ოთხმა პარტიამ არჩევნების შემდეგ თავად გაიფორმეს თავი, როგორც „ნაცმოძრაობა“. 

„ამას ვეღარ გაექცევიან, მათ შორის ბარიერგადალახული 4 პარტია. ამ არჩევნების შემდგომ თავად გაიფორმეს თავი, როგორც „ნაცმოძრაობამ“. ეს ერთი. და მეორე - ჩვენც ვაკვირდებოდით და არა მხოლოდ ვაკვირდებოდით, საჯაროდაც ითქვა რამდენიმე აქტივისტის მხრიდან, რომ იყო კოორდინირებული ხმის მიცემა, როდესაც რამდენიმე ადამიანი ოჯახში ანაწილებდა ხმას სხვადასხვა პარტიაზე და ეს იყო კოორდინირებული ქცევა, იმისთვის რომ სხვადასხვა პარტიაზე გადაენაწილებინათ ხმები და ასე გადაელახა რამდენიმე პარტიას ბარიერი. მათი ამოცანა იყო, რომ „ქართულ ოცნებას“ არ მიეღო საპარლამენტო უმრავლესობა. მაგრამ ვნახეთ, რომ ამის საპირისპიროდ დადგა ქუდზე კაცი. ის რიგები  თვითონ რომ უხაროდათ და საცობები აღმოჩნდა, რომ ზუსტად მათ საწინააღმდეგოდ ხმის მისაცემად მიდიოდნენ თავიანთ საარჩევნო უბნებში“,- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

news banner
ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











მოსაზრება

quote

ჩვენი ამოცანაა, ბიზნეს სექტორის ინტერესების წარმოდგენა

საჭიროა, ამ დადგენილებების მოდიფიცირება ისეთი გზით, რომ არ დაზიანდეს არც ბიზნესის და არც სახელმწიფოს ინტერესები.

author სოსო ფხაკაძე

სხვა სიახლეები

ბიზნეს სიახლეები
image

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა