თამამად ვიტყვით, რომ ინვესტიციამ გაამართლა და „ვუვლის“ უკვე 15 000 -ზე მეტი მომხმარებელი ჰყავს, - ამის შესახებ Business Insider Georgia-ს სადაზღვევო კომპანია „ჯიპიაი ჰოლდინგში” განუცხადეს.
„ვუვლი“ ახალი ბრენდია ქართულ ბაზარზე, რომელიც 2021 წელს „ჯიპიაი ჰოლდინგისა“ და „ვენის სადაზღვევო ჯგუფის“ ერთობლივი ინვესტიციით შეიქმნა და მისი მთავარი მისიაა, ავტომობილის მფლობელებს მანქანასთან დაკავშირებული ყველა სერვისის ერთ სივრცეში შეთავაზება და ავტომობილის მოვლის გამარტივება.
„პლატფორმა voovly.ge და მობილური აპლიკაცია voovly-ს საშუალებით მომხმარებელი დისტანციურად გეგმავს რა სერვისები სჭირდება მის მანქანას, შეკეთებასა თუ მოვლასთან დაკავშირებულ ყველა პროცედურას კი „ვუვლის“ ავტოექსპერტებს ანდობს. ავტოსერვისების თანამედროვე ეკოსისტემა მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომს ხდის მაღალპროფესიონალურ, სანდო და ექსპერტულ მომსახურებას. სრულყოფილი ციფრული პლატფორმა კი სწრაფი, კომფორტული და მოსახერხებელი მომსახურების გარანტიაა.
თანამედროვე ადამიანისთვის დროს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. მანქანის შეკეთება კი უამრავ დროსა და ფინანსებს მოითხოვს. ჩვენი დაზღვეულებიც ხშირად წუხდნენ ამაზე, სერვისები გაბნეულია და ხშირად ძალიან დიდი დრო სჭირდება პატარა დეტალის შეცვლასაც. ჩვენ გამოვიკვლიეთ ეს პრობლემები და წუხილები და მომხმარებელს ავტომობილის მოვლის ახალი, ერთიანი ეკოსისტემა „ვუვლი“ შევთავაზეთ. სერვისით სარგებლობა თბილისსა და მის შემოგარენში მცხოვრებ ყველა ავტომფლობელს შეუძლია.
მნიშვნელოვანი იყო ჩვენი დაზღვეულებისთვის შეგვეთავაზებინა მეტი ვიდრე უბრალოდ ავტოდაზღვევა. ამიტომ 2023 წლიდან „ჯიპიაის“ ავტოდაზღვევის პაკეტებში „ვუვლის“ მომსახურება შედის. ახლა მათ ავტომობილებზე გამოცდილი ავტოექსპერტები ზრუნავენ და მანქანის შეკეთების თუ შემოწმების პროცესში დაზღვეულების დრო და ენერგია არ იხარჯება.
საკმაოდ კარგი გამოხმაურება და შეფასებები გვაქვს. მუდმივად ვზომავთ მომხმარებლების განწყობებსა და კმაყოფილების დონე, როგორც ავტოექსპერტების მიმართ, ასევე უშუალოდ შეკეთების ხარისხის მიმართ 95%-ია“, - აცხადებენ „ჯიპიაი ჰოლდინგში“.
ამ დროისთვის „ვუვლის“ გამოწერით 7000-ზე მეტი დაზღვეული სარგებლობს. როგორც „ჯიპიაი ჰოლდინგში“ აცხადებენ, ჯერ-ჯერობით „ვუვლის“ მომხმარებლის დაახლოებით 80%-ი თვითდინებითაა მისული კომპანიაში, ხოლო 20%-ი „ჯიპიაის“ დაზღვეულია.
„სადაზღვევო სექტორში პირველები ვართ ვინც ავტომობილის დაზღვევასთან ერთად მსგავს სერვისს ვთავაზობთ დაზღვეულებს. მსგავსი სერვისი ადგილობრივ ბაზარზე სხვა სადაზღვევო კომპანიებს არ აქვთ.
უშუალოდ ავტომობილის მოვლასთან დაკავშირებულ სერვისებს სხვადასხვა კომპანიები ახორციელებენ, თუმცა დაზღვევასთან არ აქვთ კავშირი და ვფიქრობთ, „ვუვლის“ მსგავსად ერთ სივრცეში თავმოყრილი პროდუქტები და დაპაკეტებული შეთავაზებები არც მის უშუალო კონკურენტებს აქვთ.
„ვუვლი“ ჯერ ახალი კომპანიაა და ჩვენს მომხმარებლებს სიახლე სულ 1 წელია შევთავაზეთ, ამიტომ გაყიდვებზე საუბარი ადრეა. თუმცა რა თქმა უნდა მნიშვნელოვანი კონკურენტული უპირატესობაა და როცა არჩევანის წინაშე არიან „ვუვლის“ გამო ბევრი ადამიანი ირჩევს „ჯიპიაის“ ავტოდაზღვევას. ჩვენთვის ეს დიდი მოტივაციაა“, - აცხადებენ „ჯიპიაი ჰოლდინგში“.
„ვუვლი“ მომხმარებელს სთავაზობს ავტომობილის მოვლა-შენახვასთან დაკავშირებულ ნებისმიერ სერვისს, ამასთან მნიშვნელოვანია, რომ „ვუვლის“ დახმარებით მომხმარებელი იღებს არა მხოლოდ გეგმურ სერვისებს (ისეთი როგორიცაა ზეთის ან სხვა ცვეთადი ნაწილების შეცვლა), არამედ, მომხმარებელს ასევე ეხმარება დაუზუსტებელი პრობლემების იდენტიფიცირებასა (მაგალითად, თუ ავტომობილს დამუხრუჭების დროს აქვს ხმა, ზანზარებს, აანთო სხვადასხვა სახის ჩეკი, აქვს ძრავის პრობლემა და სხვა) და აღმოფხვრაშიც.
„ვუვლის“ დახმარებით მომხმარებელს 24/7 შეუძლია მიიღოს გზებზე დახმარების სერვისიც, რაც მოიაზრებს საბურავის ადგილზე დაბერვას, სათადარიგო საბურავის დაყენებას, საწვავის მიწოდებას, დაქოქვას ელექტრო მაერთებელი კაბელით, ან თუნდაც ადგილზე კომპიუტერული დიაგნოსტიკის ჩატარებას.
გარდა ერთჯერადი გამოძახების სერვისისა, „ვუვლის“ აქვს დაპაკეტებული ერთწლიანი შეთავაზებები. ეკონომ და სტანდარტ პაკეტები, რომელიც მფლობელს წლის განმავლობაში სხვადასხვა სერვისის მიღების საშუალებას აძლევს.
რატომ „ვუვლი“? – „ვუვლი“ ავტომფლობელებს ერთ სივრცეში სთავაზობს მანქანის მოვლის ყველა სერვისს. მარტივად, პლატფორმის დახმარებით შეგიძლია გამოიძახო ავტოექსპერტი და მონიშნო ყველა ის სერვისი რომელიც გსურს მიიღოს ავტომობილმა.
„სრულიად გამჭვირვალე პროცესებს ვთავაზობთ მომხმარებელს. კერძოდ, მომხმარებელი ლაივ რეჟიმში ხედავს კუთვნილი ავტომობილის გადაადგილებას, ზუსტად იცის რომელ მომსახურებაში რა ოდენობის თანხა გადაიხადა, პირად კაბინეტში ეტვირთება მომსახურების ღირებულების გადახდის დამადასტურებელი ინვოისები, ამასთანავე „ვუვლი“ სრულად იღებს პასუხისმგებლობას შეკეთების ხარისხზე. ასევე რაც აღსანიშნავია „ვუვლის“ საქმიანობის პასუხისმგებლობა სრულად არის დაზღვეული. მომხმარებელი დაცულია იმ შემთხვევაშიც, თუ ავტოექსპერტს გაატანს მანქანას და მოხდა ავტოსაგზაო შემთხვევა - ზიანს პასუხისმგებლობის დაზღვევა აანაზღაურებს. ჩვენი პარტნიორი კომპანია, „ჯიპიაი ჰოლდინგი“ საკუთარ თავზე იღებს ნებისმიერ ზიანს, რომელიც შეიძლება ავტომობილს მიადგეს, ვიდრე ის „ვუვლის“ განკარგულებაშია“,- აღნიშნავენ სადაზღვევო კომპანიაში.
ამ ეტაპზე „ვუვლით“ მომსახურება მომხმარებელს შეუძლია, არა მხოლოდ თბილისში, არამედ, დედაქალაქის შემოგარენში +25 კმ, რუსთავსა და მცხეთაში. ეტაპობრივად იგეგმება დაფარვის არეალის გაფართოება.
„საქართველოს ავტოინდუსტრიის სფეროში მოღვაწე ყველა წამყვან ბრენდთან ვთანამშრომლობთ, გვაქვს მსხვილი საპარტნიორო ქსელი და ექსკლუზიური შეთავაზებები „ვუვლის“ მომხმარებლებისთვის. ამ მიმართულებით მუდმივად გვაქვს სიახლეები და ვაპირებთ კიდევ დავამატოთ. რა თქმა უნდა კიდევ ბევრ შეთავაზებასა და საჩუქარს გავუკეთებთ „ვუვლის“ კლიენტებს“, - აცხადებენ „ჯიპიაი ჰოლდინგში“.
უახლესი
35 წუთის წინ
დღეს მე-11 მოწვევის პარლამენტი შეიკრიბება