მთავარიბიზნესიეკონომიკატურიზმი
ფინანსებიჯანდაცვასპორტიყველა სიახლე
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნესმრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრებაპერსონალური ფინანსები
პოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიშაინენერჯი
flag
AMD 7022.7
-0.0128
flag
AZN 1.6174
-0.0012
flag
CNY 37.678
0.0001
flag
EUR 3.1249
-0.0025
flag
GBP 3.6389
-0.0123
flag
KZT 52.57
0.0004
flag
TRY 0.0721
-0.0001
flag
USD 2.7503
-0.002

ინდოეთის მიერ ბრინჯის ექსპორტის შეზღუდვის გამო, მსოფლიო ბაზარზე ფასის ზრდის რისკი გაჩნდა

news image

ინდოეთმა, როგორც ბრინჯის უმსხვილესმა ექსპორტიორმა, შიდა სასურსათო უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ამ პროდუქტის ექპორტზე ახალი შეზღუდვები დააწესა, ბრინჯის გლობალურ მიწოდებას კიდევ უფრო შეამცირებს. 

ამის შესახებ Bloomberg იტყობინება.

ინდოეთის მთავრობამ დააწესა 20%-იანი საექსპორტო გადასახადი მოხარშულ ბრინჯზე, რაც  დაუყოვნებლივ აისახა ბრინჯის ფასებზე აზიაში. გარდა ამისა, საზღვარგარეთ ბრინჯის გაყიდვების დაახლოებით 80% შეიზღუდა.

ამ თვეში ბრინჯის ფასები აზიაში ბოლო 15 წლის მაქსიმუმზეა და შეიძლება კიდევ გაიზარდოს, რაც ზრდის ხარჯებს იმპორტიორებისთვის, როგორიცაა ფილიპინები და აფრიკის ზოგიერთი ქვეყანა, წერს გამოცემა. 

ინდოეთის ბოლოდროინდელი პროტექციონისტული ზომები შეესაბამება მის აგრესიულ მცდელობებს, რათა შეამციროს ადგილობრივი საკვები პროდუქტების ფასები არჩევნების წინ.

ბრინჯის ექსპორტიორთა ასოციაციის პრეზიდენტმა კრიშნა რაომ განაცხადა, რომ ეს ნაბიჯი შეამცირებს შიდა ფასებს და დაეხმარება ინდოეთის მთავრობას სურსათის ინფლაციის კონტროლში.

"ბრინჯი ძირითადი საკვებია მსოფლიოს მოსახლეობის დაახლოებით ნახევრისთვის. ინდოეთის დაბლოკვა ხდება იმ დროს, როდესაც საკვების ფასები ჯერ კიდევ მაღალია უკრაინაში რუსეთის ომის გამო და არასტაბილური ამინდი მთელ მსოფლიოში საფრთხეს უქმნის მარცვლეულისა და ზეთის მიწოდებას“,  - ნათქვამია  Bloomberg-ის სტატიაში.  

news banner
ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











მოსაზრება

quote

ჩვენი ამოცანაა, ბიზნეს სექტორის ინტერესების წარმოდგენა

საჭიროა, ამ დადგენილებების მოდიფიცირება ისეთი გზით, რომ არ დაზიანდეს არც ბიზნესის და არც სახელმწიფოს ინტერესები.

author სოსო ფხაკაძე

სხვა სიახლეები

ბიზნეს სიახლეები
image

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა