მთავარიბიზნესიეკონომიკატურიზმი
ფინანსებიჯანდაცვასპორტიყველა სიახლე
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნესმრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრებაპერსონალური ფინანსები
პოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიშაინენერჯი
flag
AMD 7022.7
-0.0128
flag
AZN 1.6174
-0.0012
flag
CNY 37.678
0.0001
flag
EUR 3.1249
-0.0025
flag
GBP 3.6389
-0.0123
flag
KZT 52.57
0.0004
flag
TRY 0.0721
-0.0001
flag
USD 2.7503
-0.002

იმას მივაღწიეთ, რომ მსოფლიო რუკაზე მოვინიშნეთ, ჩვენს კურორტებზე საკმაოდ დიდი დაინტერესებაა - ირაკლი ბურჭულაძე

news image

იმას მივაღწიეთ, რომ მსოფლიო რუკაზე მოვინიშნეთ და ჩვენს კურორტებზე საკმაოდ დიდი დაინტერესებაა, - ამის შესახებ „იმედის დილაში“ რუბრიკა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას მთის ტრასების სააგენტოს (MTA) დირექტორმა ირაკლი ბურჭულაძემ განაცხადა. მისი თქმით, არსებული მსოფლიო ჩემპიონატების თუ თასების მასპინძლობის შემდეგ საქართველომ საკმაოდ დიდი გამოცდილება მიიღო. 

„ჩვენ დიდი გამოცდილება გაქვს, განსაკუთრებით მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ. ბაკურიანში მსოფლიო ჩემპიონატი ჩატარდა ხარისხით. ეს აღიარება მოვიპოვეთ სათხილამურო ფედერაციის დელეგატების და არა მხოლოდ დელეგატების, იმ გუნდების წყალობით, რომლებიც მონაწილეობდნენ მსოფლიო ჩემპიონატში.

ამის შემდეგ სრული ნდობა გამოგვიცხადა ჩვენ საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციამ. შესაბამისად მუდმივ კალენდარში ჩავსვით ფრისტაილის მიმართულებით გარკვეული დისციპლინები, რომელიც ყოველწლიურად იმართება. ამით წინა სეზონიც გამორჩეული იყო, სამი მსოფლიო თასი ჩავატარეთ. ასევე ჩავატარეთ ახალგაზრდებში მსოფლიო ჩემპიონატი სნოუბორდ კროსის  მიმართულებით.  სწორედ ბაკურიანმაც მოგვცა შესაძლებლობა, რომ კიდევ უფრო ახალი პარტნიორობა დაგვემყარებინა Freeride World Tour-თან, რომელიც აბსოლუტურად განსხვავებული პროექტია, მაგრამ საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის ოჯახის წევრია“, - აცხადებს მთის ტრასების სააგენტოს (MTA) დირექტორი.

ირაკლი ბურჭულაძე განმარტავს, რომ ბაკურიანისადმი ინტერესი იზრდება, ასევე იზრდება ვიზიტორების რაოდენობა გუდაურშიც.

„იმას მივაღწიეთ, რომ მსოფლიო რუკაზე მოვინიშნეთ, სწორედ ბაკურიანის ჩემპიონატი, მსოფლიო თასების შემდეგ საკმაოდ დიდი დაინტერესებაა. ევროპელი ვიზიტორი და არამხოლოდ ევროპელი ვიზიტორი სტუმრობს საქართველოს და ყოველწლიურად დინამიკაში ვხედავთ, რომ იზრდება ვიზიტორთა რაოდენობა. განსაკუთრებით ვიზიტორების. 

გუდაურში მუდმივად იყო, მაგრამ გუდაურშიც გაზრდილია საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობა და სხვა კურორტებზეც. ბაკურიანშიც მივაღწიეთ იმ დივერსიფიკაციას, რომ არამხოლოდ ლოკალური კურორტია, არამედ საკმაოდ ბევრი ევროპელი და არამხოლოდ ევროპელი ვიზიტორი სტუმრობს და გაზრდილია ბაკურიანზე მოთხოვნა“, - აცხადებს მთის ტრასების სააგენტოს (MTA) დირექტორი.

 

news banner
ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











მოსაზრება

quote

ჩვენი ამოცანაა, ბიზნეს სექტორის ინტერესების წარმოდგენა

საჭიროა, ამ დადგენილებების მოდიფიცირება ისეთი გზით, რომ არ დაზიანდეს არც ბიზნესის და არც სახელმწიფოს ინტერესები.

author სოსო ფხაკაძე

სხვა სიახლეები

ბიზნეს სიახლეები
image

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა