მთავარიბიზნესიეკონომიკატურიზმი
ფინანსებიჯანდაცვასპორტიყველა სიახლე
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნესმრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრებაპერსონალური ფინანსები
პოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიშაინენერჯი
flag
AMD 7022.7
-0.0128
flag
AZN 1.6174
-0.0012
flag
CNY 37.678
0.0001
flag
EUR 3.1249
-0.0025
flag
GBP 3.6389
-0.0123
flag
KZT 52.57
0.0004
flag
TRY 0.0721
-0.0001
flag
USD 2.7503
-0.002

ილია დარჩიაშვილი შვეიცარიის ეროვნული საბჭოს პრეზიდენტს მარტინ კანდინასს შეხვდა

news image

შვეიცარიაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ილია დარჩიაშვილი ქვეყნის ეროვნული საბჭოს პრეზიდენტს მარტინ კანდინასს შეხვდა. მინისტრმა აღნიშნა, რომ მისი  ვიზიტი შვეიცარიაში კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს   ორ ქვეყანას შორის არსებულ შესანიშნავ ურთიერთობებს,  როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ ფორმატში.

ილია დარჩიაშვილმა ეროვნული საბჭოს პრეზიდენტს მადლობა გადაუხადა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის მხარდაჭერისთვის. შეხვედრაზე საუბარი შეეხო ორი ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოებს შორის თანამშრომლობას და ამ მხრივ განსაკუთრებით აღინიშნა 2022 წლის ოქტომბერში შვეიცარიის ეროვნული საბჭოს პრეზიდენტის ირენ კელინის ვიზიტი საქართველოში, რაც გახლდათ შვეიცარიის მხრიდან საქართველოს მხარდაჭერის კიდევ ერთი დასტური.

ასევე დადებითად შეფასდა საქართველოსა და შვეიცარიის პარლამენტებში არსებული მეგობართა ჯგუფების მუშაობა. მხარეებმა ისაუბრეს რეგიონში შექმნილ რთულ უსაფრთხოების გარემოზე, რუსეთის ომზე უკრაინაში და საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერის მნიშვნელობაზე. განხილულ იქნა საქართველოსა და შვეიცარიას შორის არსებული თანამშრომლობის ფართო სპექტრი და სამომავლო პერსპექტივები.

ილია დარჩიაშვილი 19-20 ივნისს, შვეიცარიის კონფედერაციაში პირველ ოფიციალურ ვიზიტს მართავს.

news banner
ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











მოსაზრება

quote

ჩვენი ამოცანაა, ბიზნეს სექტორის ინტერესების წარმოდგენა

საჭიროა, ამ დადგენილებების მოდიფიცირება ისეთი გზით, რომ არ დაზიანდეს არც ბიზნესის და არც სახელმწიფოს ინტერესები.

author სოსო ფხაკაძე

სხვა სიახლეები

ბიზნეს სიახლეები
image

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა