მთავარიბიზნესიეკონომიკატურიზმი
ფინანსებიჯანდაცვასპორტიყველა სიახლე
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნესმრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრებაპერსონალური ფინანსები
პოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიშაინენერჯი
flag
AMD 7022.7
-0.0128
flag
AZN 1.6174
-0.0012
flag
CNY 37.678
0.0001
flag
EUR 3.1249
-0.0025
flag
GBP 3.6389
-0.0123
flag
KZT 52.57
0.0004
flag
TRY 0.0721
-0.0001
flag
USD 2.7503
-0.002

ილია დარჩიაშვილი ჩინეთთან უვიზო მიმოსვლაზე: როდესაც საუბარია ეკონომიკურ თანამშრომლობაზე, ბიზნესურთიერთობებზე, აქ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გადაადგილების თვალსაზრისით ჩვენს მოქალაქეებს არ ჰქონდეთ ბარიერები

news image

საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა ჩინეთთან უვიზო მიმოსვლის მნიშვნელობაზე ისაუბრა. როგორც მინისტრმა აღნიშნა, საქართველოს მთავრობის პრიორიტეტი იყო, არის და იქნება მომავალშიც რაც შეიძლება მეტი პარტნიორი ქვეყანა ჰყავდეს და მოიხსნას ბარიერები, რომელიც პოტენციურად ხელს შეიძლება უშლიდეს საქართველოს მოქალაქეებს.

„საქართველო და ჩინეთი შეთანხმდნენ უვიზო მიმოსვლაზე, რაც დამატებითი იმპულსი იქნება ორმხრივ ურთიერთობებში. ეს ემსახურება ჩვენი ხალხის ინტერესებს. როდესაც საუბარია ეკონომიკურ თანამშრომლობაზე, ბიზნესურთიერთობებზე, აქ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გადაადგილების თვალსაზრისით ჩვენს მოქალაქეებს არ ჰქონდეთ მეტი ბარიერები. აქ არამარტო მსხვილ ბიზნესზეა საუბარი, არამედ მცირე და საშუალო ბიზნესზეც. საქართველოს მთავრობის პრიორიტეტი იყო, არის და იქნება მომავალშიც რაც შეიძლება მეტი პარტნიორი ქვეყანა გვყავდეს, რაც შეიძლება მეტი თანამშრომლობა არსებობდეს ორმხრივ ფორმატებში სხვადასხვა ქვეყანასთან და გავზარდოთ არეალი იმ ქვეყნების, სადაც უფრო დავახლოვდებით პოლიტიკურად და მოვხსნით იმ ბარიერებს, რომელიც პოტენციურად შეიძლება ხელს უშლიდეს ჩვენს მოქალაქეებს“, - აღნიშნა მინისტრმა.

ჩინეთში საქართველოს მოქალაქეები უვიზოდ მიმოსვლას შეძლებენ. ამის შესახებ 26 თებერვალს მთავრობის სხდომაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა. 

news banner
ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











მოსაზრება

quote

ჩვენი ამოცანაა, ბიზნეს სექტორის ინტერესების წარმოდგენა

საჭიროა, ამ დადგენილებების მოდიფიცირება ისეთი გზით, რომ არ დაზიანდეს არც ბიზნესის და არც სახელმწიფოს ინტერესები.

author სოსო ფხაკაძე

სხვა სიახლეები

ბიზნეს სიახლეები
image

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა