III კვარტალში, წლიურ ჭრილში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 61.5%-ით შემცირდა
საქსტატის წინასწარი მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2023 წლის III კვარტალში 316.0 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა.
2023 წლის III კვარტალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა შემცირებულია 61.5 პროცენტით.
შემცირების გამომწვევ უმთავრეს მიზეზს წარმოადგენს სავალო ვალდებულებების და რეინვესტიციის მოცულობის შემცირება. იმავე პერიოდში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით სააქციო კაპიტალი 2.5-ჯერ გაიზარდა და 590.3 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, ხოლო რეინვესტიციის მოცულობა 30 პროცენტით შემცირდა და 329.2 მლნ. აშშ დოლარს გაუტოლდა.
დღის ტოპ 10 სიახლე
მოსაზრება
ჩვენი ამოცანაა, ბიზნეს სექტორის ინტერესების წარმოდგენა
საჭიროა, ამ დადგენილებების მოდიფიცირება ისეთი გზით, რომ არ დაზიანდეს არც ბიზნესის და არც სახელმწიფოს ინტერესები.
სხვა სიახლეები