III კვარტალში საქართველოდან საზღვარგარეთ ყველაზე მეტი ვიზიტი საყიდლების მიზნით განხორციელდა
2023 წლის III კვარტალში საქართველოდან საზღვარგარეთ ყველაზე მეტი ვიზიტი განხორციელდა საყიდლების მიზნით.
როგორც საქსტატის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაშია აღნიშნული ივლის-სექტემბერში საქართველოს რეზიდენტების 33.4 პროცენტი საზღვარგარეთ შოპინგისთვის გავიდა. 3 თვეში შოპინგის მიზნით ქვეყნიდან 216.1 ათასი ვიზიტი განხორციელდა.
მეორე ადგილზეა მეგობრების მონახულება, ამ მიზნით ქვეყნიდან გასვლების 31.7%-ი სწორედ მეგობრების/ნათესავების მონახულებაზე მოდის. მესამე ადგილზე დასვენება, გართობა, რეკრეაციააამ რომელზეც ქვეყნის ვიზიტორების მიერ საზღვარგარეთ გასვლების 16.4%-ი მოდის.
2023 წლის III კვარტალში საქართველოს რეზიდენტი ვიზიტორების მიერ საზღვარგარეთ განხორციელებული ვიზიტების განაწილება ვიზიტის მიზნის მიხედვით:
პროფესიული/ეკონომიკური საქმიანობა - 11,7%-ი,
მკურნალობა, გაჯანსაღება - 2.9%-ი.
2023 წლის III კვარტალში საქართველოს ტერიტორიიდან დაფიქსირდა საქართველოს რეზიდენტი მოგზაურების 1 819.9 ათასი გასვლა საზღვარგარეთ, რაც 18.2 პროცენტით მეტია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე. გასვლების უდიდესი ნაწილი, 45.4 პროცენტი, განხორციელდა 31-50 წლის მოგზაურების მიერ.
დღის ტოპ 10 სიახლე
მოსაზრება
ჩვენი ამოცანაა, ბიზნეს სექტორის ინტერესების წარმოდგენა
საჭიროა, ამ დადგენილებების მოდიფიცირება ისეთი გზით, რომ არ დაზიანდეს არც ბიზნესის და არც სახელმწიფოს ინტერესები.
სხვა სიახლეები