დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ICE ბათუმში, Sunrise Palace-ში OTIS-ის ლიფტებს ამონტაჟებს, რომლებიც სიჩქარით, კონდიცირებითა და უსაფრთხოებით უნიკალურია

ICE ბათუმში, Sunrise Palace-ში OTIS-ის ლიფტებს ამონტაჟებს, რომლებიც სიჩქარით, კონდიცირებითა და უსაფრთხოებით უნიკალურია

26-09-2024 17:00:00

კომპანია ICE-ი ბათუმში მდებარე Sunrise Palace-ში, მსოფლიოში ნომერ პირველი ლიფტების მწარმოებელი კომპანიის OTIS-ის 4 ლიფტს ამონტაჟებს.

ICE-ი საქართველოში OTIS-ის ოფიციალური წარმომადგენელია და კომპანიისთვის Sunrise Palace-ს პროექტი გამორჩეულია იმით, რომ მსგავსი ტიპის ლიფტების მონტაჟი დღემდე საქართველოში არ განუხორციელებია.

როგორც Business Insider Georgia-ს პროექტის ხელმძღვანელმა ნინო ბერიძემ განუცხადა, OTIS-ის ლიფტები, რომელთა მონტაჟიც Sunrise Palace-ში ხორციელდება არის განსხვავებული კომპლექტაციის და არის „ჭკვიან ლიფტების“ ოჯახიდან.

„Sunrise Palace-ს შენობა აერთიანებს 40 სართულს, სადაც მონტაჟდება OTIS-ის ბრენდის 4 ლიფტი. მაგრამ ეს ლიფტები განსაკუთრებულია იმით, რომ არის გამოყენებული, გაძლიერებული რელსები (რაზეც ლიფტი დადის), არის განსხვავებული კაბინის კედლების სისქეც. ეს ყველაფერი ქმნის მოგზაურობის დამატებით კომფორტს. ასევე მონტაჟდება ხალხის ნაკადის მართვის სისტემა Compass 360, ანუ ჭკვიანი ლიფტი იქნება. მთავარ სართულზე განლაგდება მოწყობილობა რომელიც სტუმარს იმ ლიფტთან აღმოჩენაში დაეხმარება, რომელიც ყველაზე სწრაფად შეძლებს სტუმრის მიყვანას სასურველ სართულზე.

ლიფტების ღილაკებს გააჩნია ბრაილის შრიფტი, გახმოვანება და სრულად აკმაყობილებენ შშმპ მოთხოვნებს. ლიფტის დიზაინი შექმნილია სპეციალურად OTIS-თვის Porsche Design Studio-ს მიერ და წარმოადგენს თანამედროვე დიზაინის ხილს. ეს ყველაფერი ქმნის OTIS-ის მაღალი ხარისხის ლიფტი“, - განმარტავს ნინო ბერიძე.

მისივე განმარტებით, ლიფტები, რომელიც Sunrise Palace-ში მონტაჟდება თავისი სიჩქარით, კონდიცირებით , უსაფრთხოებით და დამატებით ფუნქციებით ქართული ბარისთვის არის უნიკალური.

Sunrise Palace-ს პროექტს ამერიკულ-ქართული ინვესტიციით დაფუძნებული სამშენებლო-დეველოპერული კომპანია Sunrise Development ახორციელებს.

პროექტი საცხოვრებელი აპარტამენტების გარდა გააერთიანებს საცურაო აუზს, სპა ცენტრს, სავარჯიშო დარბაზს, ღია და დახურული ავტოსადგომს, სუპერმარკეტსა და სავაჭრო ობიექტებს, კაფე-ბარს და საკონფერენციო დარბაზს.

ICE-ი უკვე 13 წელია ბაზარზე ოპერირებს საინჟინრო კომუნიკაციების მიმართულებით. კომპანია დღეისათვის დარგის ერთ-ერთი ლიდერია, რასაც მოწმობს ის მასშტაბური და გრანდიოზული პროექტები, რომელზეც კომპანია წლების განმავლობაში მუშაობს.

ICE მომხმარებლებს სთავაზობს მსოფლიოს წამყვანი ბრენდების - OTIS, TOSHIBA, CARRIER, LENNOX გათბობა-გაგრილების, ვენტილაციისა და ხანძარსაწინააღმდეგო სისტემებს. ICE-მ ლიფტები და ესკალატორები დაამონტაჟა ისეთ გრანდიოზულ პროექტებზე, როგორებიცაა: „ორბი თვინ თაუერი“, „ბიჩ თაუერი“, „რამადა პლაზა“, „გალერია თბილისი“, „სითი მოლი საბურთალო“, „მარიოტ მოქსი“ , „რედკო ახალი გუდაური“, „თბილისი გარდენს“ , „დომუსი იპოდრომი“, „სითი დეველოპმენტი ვაკე“ , „ინდეკო რეზიდენსი“, „ფრანგული უბანი“, „ეკომეტრი რეზიდენსი“ და სხვა.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები