2023 წლის I კვარტალში საქართველოს რკინიგზის მიერ გადაყვანილია 472.3 ათასი მგზავრი, რაც 98.3 პროცენტით აღემატება გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს. ამავე პერიოდში მგზავრთბრუნვის მოცულობამ 136.5 მლნ. მგზავრ-კილომეტრი შეადგინა, რაც 90.9 პროცენტით მეტია გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით.
საქსტატის მონაცემებით, 2023 წლის I კვარტალში ადგილობრივი მიმოსვლის რეჟიმში გადაყვანილია 464.4 ათასი მგზავრი, რაც რკინიგზით გადაყვანილი მგზავრების მთლიანი რაოდენობის 98.3 პროცენტს შეადგენს და 98.9 პროცენტით აღემატება გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს. საერთაშორისო მიმოსვლის რეჟიმში გადაყვანილია 7.8 ათასი მგზავრი, რაც 68.4 პროცენტით აღემატება გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს. საერთაშორისო მიმოსვლის რეჟიმში გადაყვანილი მგზავრების 55.6 პროცენტი შემოვიდა სომხეთიდან, ხოლო სომხეთის მიმართულებით გავიდა 44.4 პროცენტი (2023 წლის I კვარტალში აზერბაიჯანის მიმართულებით მგზავრთა გადაყვანა არ განხორციელებულა).
2023 წლის I კვარტალში საქართველოს რკინიგზით გადატანილია 3.2 მლნ. ტონა ტვირთი, რაც 5.2 პროცენტით აღემატება გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს. აღნიშნული მოცულობის 10.9 პროცენტი მოდის ადგილობრივ გადაზიდვაზე, 30.5 პროცენტი - საერთაშორისო გადაზიდვაზე (არ მოიცავს ტრანზიტს), ხოლო 58.6 პროცენტი - ტრანზიტზე.
2023 წლის I კვარტალში საერთაშორისო გადაზიდვის რეჟიმში რკინიგზით გადატანილი ტვირთის მოცულობის 29.0 პროცენტი ქვეყნიდან გატანილ ტვირთზე მოდის, ხოლო 71.0 პროცენტი - ქვეყანაში შემოტანლ ტვირთზე.
2023 წლის I კვარტალში რკინიგზით შემოტანილი ტვირთის მთლიანი მოცულობის 70.3 პროცენტისათვის გამომგზავნ ქვეყანას რუსეთის ფედერაცია წარმოადგენს, 12.2 პროცენტისათვის - აზერბაიჯანი, 3.4 პროცენტისათვის - რუმინეთი, 2.3 პროცენტისათვის - სომხეთი, 2.2 პროცენტისათვის - თურქმენეთი, 1.5 პროცენტისათვის - თურქეთი1 . 2023 წლის I კვარტალში რკინიგზით გატანილი ტვირთის მთლიანი მოცულობის 19.5 პროცენტისათვის დანიშნულების ქვეყანას სომხეთი წარმოადგენს, 12.9 პროცენტისათვის - რუსეთის ფედერაცია, ხოლო 7.3 პროცენტისათვის - ყაზახეთი. 2023 წლის I კვარტალში ტრანზიტით გადატანილი ტვირთის მთლიანი მოცულობის 14.3 პროცენტისათვის დანიშნულების ქვეყანას თურქეთი წარმოადგენს, 10.7 პროცენტისათვის - ნიდერლანდები, 7.0 პროცენტისათვის - იტალია, ხოლო 6.1 პროცენტისათვის - ჩინეთი. ამავე პერიოდში, ტრანზიტით გადატანილი ტვირთის 23.7 პროცენტისათვის გამომგზავნ ქვეყანას ყაზახეთი წარმოადგენს, 5.6 პროცენტისათვის - ბრაზილია, 2.7 პროცენტისათვის - ინდონეზია, ხოლო 2.1 პროცენტისათვის - თურქეთი.
საანგარიშო პერიოდში, რკინიგზით გადატანილი ტვირთის მთლიანი მოცულობის 30.5 პროცენტი მოდის ქვანახშირის, ნედლი ნავთობისა და ნავთობპროდუქტების და ბუნებრივი აირის
სასაქონლო ჯგუფზე, 27.5 პროცენტი - ლითონის მადანსა და სამთომოპოვებითი მრეწველობის სხვა ნედლეულზე, ხოლო 12.3 პროცენტი - საკვები პროდუქტებზე, სასმელებსა და თამბაქოს ნაწარმზე. სასაქონლო ჯგუფების მიხედვით განსხვავებულია განაწილება ადგილობრივი გადაზიდვების შემთხვევაში, სადაც 68.7 პროცენტი ლითონის მადანსა და სამთომოპოვებითი მრეწველობის სხვა ნედლეულზე მოდის, 13.8 პროცენტი - ქვანახშირის, ნედლი ნავთობისა და ნავთობპროდუქტების და ბუნებრივი აირის სასაქონლო ჯგუფზე, ხოლო 4.4 პროცენტი - სხვა არამეტალურ მინერალურ პროდუქტებზე. რაც შეეხება საერთაშორისო გადაზიდვებს, რკინიგზის საშუალებით ძირითადად შემოტანილია ქვანახშირი, ნედლი ნავთობი და ნავთობროდუქტები და ბუნებრივი აირი (49.2 პროცენტი), სხვა არამეტალური მინერალური პროდუქტები (12.3 პროცენტი) და კოქსი და რაფინირებული ნავთობპროდუქტები (10.8 პროცენტი), ხოლო გატანილია ლითონის მადანი და სამთომოპოვებითი მრეწველობის სხვა ნედლეული (38.4 პროცენტი), საკვები პროდუქტები, სასმელები და თამბაქო (21.6 პროცენტი), სხვადასხვა დასახელების ლითონის ნაწარმი (16.1 პროცენტი) და სოფლის მეურნეობის პროდუქტები (11.8 პროცენტი). 2023 წლის I კვარტალში ტრანზიტული ტვირთის მთლიანი მოცულობის 72.8 პროცენტი სამ სასაქონლო ჯგუფზე მოდის, კერძოდ, ქვანახშირი, ნედლი ნავთობი და ნავთობპროდუქტები და ბუნებრივი აირი (31.3 პროცენტი), ლითონის მადანი და სამთომოპოვებითი მრეწველობის სხვა ნედლეული (24.7 პროცენტი) და საკვები პროდუქტები, სასმელები და თამბაქო (16.8 პროცენტი). ქვემოთ მოცემულ დიაგრამაზე წარმოდგენილია რკინიგზით გადატანილი ტვირთების სტრუქტურა 2023 წლის I კვარტალში.
უახლესი
2 საათის წინ
დავით ნარმანია სემეკის მომხმარებლებთან ურთიერთობებზე4 საათის წინ
ლარი ევროსთან გამყარდა4 საათის წინ
გერმანიიდან იმპორტი 27%-იან ზრდას აჩვენებს4 საათის წინ
Bitcoin-ის ფასი 7-თვიან მაქსიმუმზეა