„ჰერჩინსკის შემდეგ, მაკრონს გადაურბენს ჩვენი ლიბერალური ელიტა და მათი ფაშისტი პატრონები, თუმცა აზრი არ აქვს, არც ადგილობრივი და არც, საერთაშორისო ომის პარტიის ბაქი-ბუქს, წარსულს ბარდებიან, როგორც შარშანდელი თოვლი“, - წერს „ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე ბიძინა ივანიშვილსა და ემანუელ მაკრონს შორის შემდგარი სატელეფონო საუბრის შესახებ.
მისივე თქმით, ვინ იქნება ლიბერალური რევოლუციის შემდეგი მოღალატე, დრო გამოაჩენს. მანამდე კი - ჩვენი რევოლუციონერების, კოლექტიური პოლიტიკური სუიციდის მომსწრენი გავხდებით.
„დანტონის შემდეგ, რობესპიერის ჯერი დგება“ - ფრანგული ჭეშმარიტება.
ჰერჩისნკის შემდეგ, მაკრონს გადაურბენს ჩვენი ლიბერალური ელიტა და მათი ფაშისტი პატრონები, თუმცა აზრი არ აქვს, არც ადგილობრივი და არც, საერთაშორისო ომის პარტიის ბაქი-ბუქს, წარსულს ბარდებიან, როგორც შარშანდელი თოვლი.
ერთია - ჰერჩინსკიცა და მაკრონიც, ახალი მსოფლიო წესრიგის სიოს გრძნობენ და ძალაუნებურად უწევთ, სიმართლეს თვალი გაუსწორონ, თუმცა როგორც იაკობინელები ვერ გადაურჩნენ, ისევე განწირულები არიან "პოლიტიკური გილიოტინისთვის“.
ასე რომ - ათვლა დაწყებულია, ვინ იქნება ლიბერალური რევოლუციის შემდეგი მოღალატე, დრო გამოაჩენს!
მანამდე კი - ჩვენი რევოლუციონერების, კოლექტიური პოლიტიკური სუიციდის მომსწრენი გავხდებით!“ - წერს ზურაბ ქადაგიძე სოციალურ ქსელში.
უახლესი
9 საათის წინ
Coca-Cola Bottlers Georgia განცხადებას ავრცელებს10 საათის წინ
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.8323 ლარი გახდა