მთავარიბიზნესიეკონომიკატურიზმი
ფინანსებიჯანდაცვასპორტიყველა სიახლე
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნესმრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრებაპერსონალური ფინანსები
პოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიშაინენერჯი
flag
AMD 7022.7
-0.0128
flag
AZN 1.6174
-0.0012
flag
CNY 37.678
0.0001
flag
EUR 3.1249
-0.0025
flag
GBP 3.6389
-0.0123
flag
KZT 52.57
0.0004
flag
TRY 0.0721
-0.0001
flag
USD 2.7503
-0.002

ჰარვარდის ბიზნეს ქეისების კონკურსი 2024 დაიწყო – მხარდამჭერი საქართველოს ბანკია

news image

საქართველოს ბანკისა და ბიზნეს საკონსულტაციო კომპანია TBSC Consulting-ის თანამშრომლობით, მეხუთედ, სტუდენტური ღონისძიება – ჰარვარდის ბიზნეს ქეისების კონკურსი დაიწყო.

კონკურსი განკუთვნილია ყველა იმ სტუდენტისთვის, ვისაც სურს გაიღრმაოს ცოდნა რეალურ ქეისებზე მუშაობით და დააგროვოს გამოცდილება ბიზნეს სფეროში. მისი მიზანია აღმოაჩინოს სხარტი, სიახლეებზე ორიენტირებული ახალგაზრდები, რომლებიც ერთმანეთს გუნდებად, 3-ეტაპიან კონკურსში შეეჯიბრებიან.

კონკურსზე განაცხადების მიღება დასრულდა და ის 3 ეტაპად ჩატარდება. ის 15 ივნისს დაიწყება, ფინალი კი 20 ივლისს გაიმართება. სამივე გამარჯვებული გუნდისთვის საპრიზო ფონდი 20 000 ლარს მოიცავს

  • I ადგილზე გასული გუნდი  11 000 ლარს მიიღებს;
  • II ადგილის მფლობელ გუნდს  6000 ლარს გადაეცემა;
  • III ადგილოსანი გუნდი კი 3000 ლარს მიიღებს.

„საქართველოს ბანკისთვის განათლების მხარდაჭერა ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში,  სტუდენდებისა და მოსწავლეების განათლების ხელშემწყობ არაერთ პროექტს ვახორციელებთ, მათ შორის ვუფინანსებთ სწავლას, გავცემთ სტიპენდიებს, ვხსნით იდეათეკებს და სხვა, რითიც ახალგაზრდებს ახალ შესაძლებლობებს ვუქმნით. ერთ-ერთი მიმდინარე პროექტი - ჰარვარდის ბიზნეს სკოლის ქეისების კონკურსია, რომელიც განკუთვნილია ყველა იმ სტუდენტისთვის, ვისაც სურს გაიღრმაოს ცოდნა რეალურ ქეისებზე მუშაობით და დააგროვოს გამოცდილება ბიზნეს სფეროში. აღნიშნული პროექტი მიზნად ისახავს სტუდენტებისთვის ისეთი გარემოს შეთავაზებას, სადაც შეძლებენ გამოცადონ, თუ როგორია მენეჯერული პოზიციიდან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება. ინტერაქტიური ფორმატის კონკურსში მონაწილე ახალგაზრდები განივითარებენ ისეთ უნარ-ჩვევებს, როგორებიცაა ანალიტიკური აზროვნება, პრობლემის გადაჭრა, გუნდური მუშაობა, შემოქმედებითობა და სხვა. წარმატებებს ვუსურვებთ გუნდებს, ჩვენ კი არ ვჩერდებით და ვაგრძელებთ განათლების მიმართულებით საინტერესო პროექტების განხორციელებას და მხარდაჭერას “. - აცხადებენ საქართველოს ბანკში.

news banner
ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











მოსაზრება

quote

ჩვენი ამოცანაა, ბიზნეს სექტორის ინტერესების წარმოდგენა

საჭიროა, ამ დადგენილებების მოდიფიცირება ისეთი გზით, რომ არ დაზიანდეს არც ბიზნესის და არც სახელმწიფოს ინტერესები.

author სოსო ფხაკაძე

სხვა სიახლეები

ბიზნეს სიახლეები
image

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა