ჰააგის სასამართლოს მიერ დაპატიმრების ორდერის გაცემის შემდეგ, პუტინი საზღვარგარეთ ვიზიტს პირველად გეგმავს - Bloomberg
ჰააგის სასამართლოს მიერ დაპატიმრების ორდერის შემდეგ პუტინი საზღვარგარეთ პირველ ვიზიტს გეგმავს. Bloomberg-ი წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ პუტინი ოქტომბერში ჩინეთში ვიზიყს გეგმავს, სადაც ის „ერთი სარტყელი - ერთი გზა“ ფორუმს დაესწრება. ირკვევა, რომ პუტინმა ღონისძიებაში მონაწილეობის მიწვევა ჩინეთის პრეზიდენტისგან სი ძინპინისგან მიიღო.
Bloomberg-ის წყაროების ცნობით, რუსეთის პრეზიდენტი მზად არის მხოლოდ ისეთ ქვეყნებს ეწვიოს, სადაც მისი სპეცსამსახურები სრულიად შეძლებენ მისი უსაფრთხოების გარანტირებას და ჩინეთი ერთ-ერთი ასეთი ქვეყანაა.
ცნობისთვის, პუტინს რუსეთი არ დაუტოვებია მას შემდეგ რაც ჰააგის სისხლის სამართლის სასამართლომ მარტში მისი დაკავების ორდერი გასცა უკრაინელი ბავშვების არალეგალურ დეპორტაციებთან დაკავშირებით.
დღის ტოპ 10 სიახლე
მოსაზრება
ჩვენი ამოცანაა, ბიზნეს სექტორის ინტერესების წარმოდგენა
საჭიროა, ამ დადგენილებების მოდიფიცირება ისეთი გზით, რომ არ დაზიანდეს არც ბიზნესის და არც სახელმწიფოს ინტერესები.
სხვა სიახლეები