მთავარიბიზნესიეკონომიკატურიზმი
ფინანსებიჯანდაცვასპორტიყველა სიახლე
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნესმრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრებაპერსონალური ფინანსები
პოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიშაინენერჯი
flag
AMD 7022.7
-0.0128
flag
AZN 1.6174
-0.0012
flag
CNY 37.678
0.0001
flag
EUR 3.1249
-0.0025
flag
GBP 3.6389
-0.0123
flag
KZT 52.57
0.0004
flag
TRY 0.0721
-0.0001
flag
USD 2.7503
-0.002

GWP გახოკიძის ქუჩაზე წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციის ფარგლებში ახალ ქსელზე გადაერთებით სამუშაოებს ჩაატარებს

news image

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი 2024 წლის საინვესტიციო გეგმის ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ პროექტს - გახოკიძის ქუჩის წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციას აქტიურად აგრძელებს. პროექტში კომპანია 20 მლნ ლარის ინვესტიციას ახორციელებს.  

გახოკიძის ქუჩის რეაბილიტაციის ფარგლებში მიმდინარე ეტაპზე განახლდა 8.5  კმ-მდე სიგრძის წყალსადენის მაგისტრალური და გამანაწილებელი ქსელები, 2.6 კმ-ზე მეტი სიგრძის წყალარინების ქსელი, დამონტაჟდა 87 ერთეული ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდული, მოეწყო 81 საკვანძო ჭა და 10 სახანძრო ჰიდრანტი. 

კომპანიის ტექნიკური ჯგუფები ახალ ქსელზე გადაერთებით სამუშაოებს,  ხვალ, 13 ნოემბრის დილის 06:00 საათზე დაიწყებენ და მთელი დღის განმავლობაში აქტიურ რეჟიმში განახორციელებენ.

აღნიშნულთან დაკავშირებით აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც, ხვალ, 13 ნოემბრის დილის 06:00 საათიდან 14 ნოემბრის დღის 12:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:

სამგორის რაიონში - ვარკეთილის III მასივს, კალოუბნის, თრიალეთის, საცხენისის, შუამთის, წნორის წყლის, ელდარის, გახოკიძის, ჯავახეთის, გ. აბაშვილის, ლორთქიფანიძის, კაკლიანისა და ბერიშვილის ქუჩებს; კახეთის გზატკეცილის N7, N10 და N44-76 (ლუწ ნომრებს).

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ბოდიშს უხდის მომხმარებლებს დისკომფორტისთვის. სამუშაოების მიმდინარეობის პერიოდში, წყალმომარაგების სრულად აღდგენამდე, კომპანია მოსახლეობას სასმელ წყალს ცისტერნებით მიაწვდის.

წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით უგზავნის. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის - 2 93 11 11, ფეისბუქისა და ვებგვერდის მეშვეობით http://www.gwp.ge

news banner
ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











მოსაზრება

quote

ჩვენი ამოცანაა, ბიზნეს სექტორის ინტერესების წარმოდგენა

საჭიროა, ამ დადგენილებების მოდიფიცირება ისეთი გზით, რომ არ დაზიანდეს არც ბიზნესის და არც სახელმწიფოს ინტერესები.

author სოსო ფხაკაძე

სხვა სიახლეები

ბიზნეს სიახლეები
image

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა