გვეყოლება პრეზიდენტი, რომელსაც ექნება მთავარი თვისება - ქართველი ხალხის ერთგულება და ქვეყნის ინტერესებით მოქმედება - შალვა პაპუაშვილი
გვეყოლება პრეზიდენტი, რომელსაც ექნება მთავარი თვისება, რომელიც წინა სამ პრეზიდენტს არ ჰქონდა, ეს არის ქართველი ხალხის ერთგულება და ქვეყნის ინტერესებით მოქმედება, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა გადაცემა „ღამის კურიერში“ მიხეილ ყაველაშვილზე საუბრისას.
„მე მგონი ოპონენტების რეაქცია ყველაზე კარგი დასტურია იმისი, რომ ყველაზე სწორი არჩევანი გააკეთა ჩვენმა პოლიტიკურმა გუნდმა. ვნახეთ, მათი პანიკური რეაქციები ამ გადაწყვეტილებაზე, შესაბამისად, ეს ადასტურებს, რომ სწორი გადაწყვეტილება იქნა მიღებული. გასაგებია, რომ ჩვენ "ნაცმოძრაობის" და მისი სატელიტების მოსაწონი კანდიდატი არც გვეყოლებოდა და არც უნდა გვყოლოდა. მათი რეაქცია დასტურია იმისა, რომ ზუსტად სწორი გადაწყვეტილება მივიღეთ და მიზანში გავარტყით იმ მხრივ, რომ ჩვენ გვეყოლება პრეზიდენტი, რომელსაც ექნება მთავარი თვისება, რომელიც, სამწუხაროდ, ჩვენს წინა სამ პრეზიდენტს არ ჰქონდა, ეს არის ქართველი ხალხის ერთგულება და ქვეყნის ინტერესებით მოქმედება.
მიხეილ ყაველაშვილს რაც შეეხება, ერთის მხრივ არის, მისი წარმატებული სპორტული კარიერა, და მეორეს მხრივ, მისი წარმატებული პოლიტიკური კარიერა. ბოლო 8 წელია ის აქტიურ პოლიტიკაშია, ერთ-ერთი წარმატებული ლიდერი, პოლიტიკური მოღვაწე და პარლამენტის წევრია. მანამდეც, ის ბოლო 20 წელია, „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის დროს იყო იმ რეჟიმის მოწინააღმდეგე, იბრძოდა იმ რეჟიმის წინააღმდეგ და შემდეგ, როდესაც შეიცვალა ხელისუფლება, ის აკეთებდა ყველაფერს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ და „ნაცობა“, როგორც იდეოლოგია აღარასდროს მობრუნებულიყო ამ ქვეყანაში," - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
დღის ტოპ 10 სიახლე
„ამბასადორი აილენდ ბათუმი” ინოვაციურ პროექტს დუბაის უძრავი ქონების საერთაშორისო გამოფენაზე წარადგენს
რა გავლენა იქონია ტრამპის სატარიფო პოლიტიკამ ქართული კომპანიების აქციებზე - ლაშა ქავთარაძის შეფასება
მზად ვართ ბიზნეს ვესაუბროთ შეღავათებზე, რომ ექსპორტის წილი კიდევ უფრო გაიზარდოს - შოთა ბერეკაშვილი
მოსაზრება
ჩვენი ამოცანაა, ბიზნეს სექტორის ინტერესების წარმოდგენა
საჭიროა, ამ დადგენილებების მოდიფიცირება ისეთი გზით, რომ არ დაზიანდეს არც ბიზნესის და არც სახელმწიფოს ინტერესები.
სხვა სიახლეები