გვაქვს შესაძლებლობა, რომ ენერგოსექტორში ინვესტიციების ძალიან კარგი შემოდინება გვქონდეს - არჩილ გაჩეჩილაძე
იმის შემდეგ, რაც CFD აუქციონები განხორციელდა და დადგინდა ტარიფები, განახლებადი ენერგიის პროექტებზე ინტერესი მნიშვნელოვნად გაიზარდა ინვესტორებისგან, - ამის შესახებ Business Insider Georgia-ს „საქართველოს ბანკის“ გენერალურმა დირექტორმა არჩილ გაჩეჩილაძემ განუცხადა.
„მნიშვნელოვანია, რომ განვითარდეს მაღალი ძაბვის გადამცემი ინფრასტრუქტურა, CFD სტრუქტურები, რაც განისაზღვრა უკვე. ასევე, მნიშვნელოვანია ადგილობრივი მოსახლეობის ხელშეწყობა და ინფორმაციის მიწოდება. გვაქვს შესაძლებლობა, შემდეგი წლების განმავლობაში ინვესტიციების ძალიან კარგი შემოდინება გვქონდეს ამ კუთხით. საქართველოს ბანკიც რა თქმა უნდა, იქნება ამ მიმართულებით ძალიან ინტენსიურად ჩართული და განწყობილი, რომ რესურსი მისცეს ჩვენს დეველოპერებს“, - აღნიშნა არჩილ გაჩეჩილაძემ.
„გვაქვს ძალიან დიდი სურვილი, რომ პორტფელი გაორმაგდეს შემდეგი 3-4 წლის განმავლობაში“, - დასძინა არჩილ გაჩეჩილაძემ.
დღის ტოპ 10 სიახლე
მოსაზრება
ჩვენი ამოცანაა, ბიზნეს სექტორის ინტერესების წარმოდგენა
საჭიროა, ამ დადგენილებების მოდიფიცირება ისეთი გზით, რომ არ დაზიანდეს არც ბიზნესის და არც სახელმწიფოს ინტერესები.
სხვა სიახლეები