გვაქვს ძალიან ოპტიმისტური მოლოდინები, რომ წლის ბოლოს ჩვენი ტურიზმის სექტორი ახალ რეკორდულ მაჩვენებლებს მიაღწევს - მარიამ ქვრივიშვილი
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, მარიამ ქვრივიშვილმა მიმდინარე წლის ტურისტული სეზონის მოლოდინებზე ისაუბრა და იმედი გამოთქვა, რომ წლის ბოლოს ჩვენი ტურიზმის სექტორი ახალ რეკორდულ მაჩვენებლებს მიაღწევს.
„ჩვენ გვაქვს ძალიან ოპტიმისტური მოლოდინები მიმდინარე წელთან დაკავშირებით და დარწმუნებულები ვართ, რომ წლის ბოლოს ჩვენი ტურიზმის სექტორი ახალ რეკორდულ მაჩვენებლებს მიაღწევს, რაც დადებითად აისახება ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის გაძლიერებაზე, ტურიზმის სექტორის მდგრადობაზე და რა თქმა უნდა ჩვენი მცირე და საშუალო მეწარმეების გაძლიერებაზე.“– განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.
2024 წლის პირველ ნახევარში - იანვარ-ივნისის მდგომარეობით, ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 5.2%-ით გაიზარდა და 1,898.4 მილიონი აშშ. დოლარს გაუტოლდა.
დღის ტოპ 10 სიახლე
მოსაზრება
ჩვენი ამოცანაა, ბიზნეს სექტორის ინტერესების წარმოდგენა
საჭიროა, ამ დადგენილებების მოდიფიცირება ისეთი გზით, რომ არ დაზიანდეს არც ბიზნესის და არც სახელმწიფოს ინტერესები.
სხვა სიახლეები