საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მაროკოს მოსახლეობას მიწისძვრის შედეგად ასობით ადამიანის დაღუპვის გამო სამძიმარს უცხადებს.
მთავრობის მეთაური დაშავებულებს სწრაფ გამოჯანმრთელებას უსურვებს.
„გულითად თანაგრძნობას ვუცხადებ მაროკოს მოსახლეობას საშინელი მიწისძვრის შედეგად ასობით ადამიანის დაღუპვის გამო. სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებ დაშავებულებს. გლოვის ამ მძიმე წუთებში სოლიდარობას ვუცხადებთ მაროკოს სამეფოს მთავრობას”, - წერს პრემიერი „ტვიტერზე”.
მაროკოში მიწისძვრის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვმა 820-ს მიაღწია
უახლესი
9 საათის წინ
ანანასის იმპორტი 46%-ითაა გაზრდილი