მთავარიბიზნესიეკონომიკატურიზმი
ფინანსებიჯანდაცვასპორტიყველა სიახლე
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნესმრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრებაპერსონალური ფინანსები
პოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიშაინენერჯი
flag
AMD 7022.7
-0.0128
flag
AZN 1.6174
-0.0012
flag
CNY 37.678
0.0001
flag
EUR 3.1249
-0.0025
flag
GBP 3.6389
-0.0123
flag
KZT 52.57
0.0004
flag
TRY 0.0721
-0.0001
flag
USD 2.7503
-0.002

გოცირიძემ სჯობს თავის საქმიანობას გადახედოს, როცა სებ-ის სახსრებს პირადი კეთილდღეობისთვის იყენებდა - ნოდარ ჯავახიშვილი

news image

ეკონომისტი და ეროვნული ბანკის ყოფილი მმართველი ნოდარ ჯავახიშვილი რომან გოცირიძის მიერ სოციალური ქსელით გავრცელებულ მორიგ განცხადებას ეხმაურება.

პარლამენტარმა რომან გოცირიძემ სოციალურ ქსელში გაავრცელა განცხადება, რომ „ოცნების“ ხელისუფლების ინფრასტრუქტურის მინისტრი, შემდეგ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის უფროსის მოადგილე ამჟამად დროებით უმუშევარია და ბიძინა  ივანიშვილისაგან მორიგ წყალობას ელოდება“.

ამასთან, რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში წერს, რომ „სახალხო პარტიის“ საპარლამენტო ფრაქციამ წლების წინ გამოსცა 380 გვერდიანი წიგნი, რომელშიც ამომწურავი ანალიზი და სათანადო დოკუმენტური მტკიცებულებებია ნოდარ ჯავახიშვილის ეროვნულ ბანკში მუშაობის პერიოდში ჩადენილი კორუფციული დანაშაულების შესახებ. კერძოდ, საქმე ეხება ეროვნული ბანკის უცხოური ვალუტის რეზერვების ქურდობასა და ბიძინა ივანიშვილის ბანკ “როსიისკი კრედიდიტისა” და ნოდარ ჯავახიშვილის კანონსაწინააღმდეგო კავშირებს.

ნოდარ ჯავახიშვილი Business Insider Georgia-თან აცხადებს, რომ თავის დროზე „სახალხო პარტიის“ ფრაქციამ „ეს წიგნი თავისთვის დაწერა, დაბეჭდა და შეინახა“.

„ჩემს წინააღმდეგ 7 საქმე აღიძრა ედუარდ შევარდნაძის მთავრობის დროს, მაგრამ მტკიცებულებების არ არსებობის გამო, შვიდივე დაიხურა. რაც შეეხება ბიძინა ივანიშვილს, ამ ადამიანს 2011 წლამდე არ ვიცნობდი“, - აცხადებს ჯავახიშვილი.

მისივე თქმით, ახლა რომან გოცირიძე შიშობს, რომ სებ-ში განვითარებული მოვლენების ფონზე ნოდარ ჯავახიშვილს ეროვნულ ბანკში თანამდებობას შესთავაზებენ.

„მინდა განვაცხადო, რომ არავინ არაფერს არ მთავაზობს და არსად არ მნიშნავს“, - აცხადებს ჯავახიშვილი.

ამასთან, სებ-ის ყოფილი პრეზიდენტი ამბობს, რომ გოცირიძემ სჯობს თავის საქმიანობას გადახედოს და ეროვნულ ბანკში გატარებული წლები შეაფასოს, როცა სებ-ის სახსრებს პირადი კეთილდღეობისთვის იყენებდა.

„როცა სებ-ის პრეზიდენტი ვიყავი, ეს ყველაზე წარმატებული წლები იყო საქართველოს ეკონომიკაში.  ეროვნული ბანკი, როგორც უწყება მაშინ შეიქმნა. გოცირიძის მიერ გამოშვებული კუპონი გადავაგდეთ და ლარიც მაშინ გამოვუშვით. მსოფლიოში ერთ-ერთი დიდი ჰიპერინფლაცია, რომელიც გოცირიძის თანამონაწილეობით შეიქმნა საქართველოში ეროვნული ბანკის სწორი პოლიტიკის შედეგად დამარცხდა. საერთაშორისო სავალუტო ფონდი ეროვნული ბანკის საქმიანობას დადებითად აფასებდა.

სელი ფიშერმა, რომელიც მაშინ სსფ-ს აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე იყო 1995 წლის 7 ოქტომბერს მსოფლიო ბანკისა და სსფ-ს წლიურ შეხვედრაზე ვაშინგტონში სიტყვით გამოსვლისას 205 ქვეყნის დელეგაციის წინაშე განაცხადა, რომ საქართველოში მოხდა სასწაული და მსოფლიო ისტორიაში ყველაზე დიდი ჰიპერინფლაცია, ყველაზე მოკლე ვადაში დამარცხდა და ჩატარდა ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ფულადი რეფორმა“, - აცხადებს ჯავახიშვილი.

რაც შეეხება პარლამენტარ რომან გოცირიძის მიერ ნოდარ ჯავახიშვილის წინააღმდეგ სოციალურ ქსელში გავრცელებულ პოსტებს, ჯავახიშვილი ამ ფაქტს პირად დისკრედიტაციად და შეურაცხყოფად განიხილავს, თუმცა ამბობს, რომ ამის მიუხედავად პატივისა და ღირსების დასაცავად სასამართლოს არ მიმართავს. 

„ძაღლი ჰყეფს და ქარავანი მიდის“, - ამბობს ნოდარ ჯავახიშვილი. 

news banner
ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











მოსაზრება

quote

ჩვენი ამოცანაა, ბიზნეს სექტორის ინტერესების წარმოდგენა

საჭიროა, ამ დადგენილებების მოდიფიცირება ისეთი გზით, რომ არ დაზიანდეს არც ბიზნესის და არც სახელმწიფოს ინტერესები.

author სოსო ფხაკაძე

სხვა სიახლეები

ბიზნეს სიახლეები
image

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა