თბილისის მუზეუმების გაერთიანების მერაბ კოსტავას მემორიალურ სახლ-მუზეუმში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების პირველი ეტაპი დასრულდა. დასრულებული სამუშაოები თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ, გიორგი ტყემალაძემ, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ, ზურაბ აბაშიძემ, განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარემ კახა ლაბუჩიძემ, საკრებულოს თავმჯდომარის მრჩეველმა, მარიკა დარჩიამ და თბილისის მუზეუმების გაერთიანების გენერალურმა დირექტორმა, ნინო სანადირაძემ დაათვალიერეს.
სარესტავრაციო სამუშაოების ფარგლებში, ჩატარდა სადემონტაჟო და შენობის გამაგრებისსამუშაოები; სარდაფები მიწის დანალექი მასებისგან გაიწმინდა; მოწესრიგდა მუზეუმის ეზოშიარსებული წყალმომარაგების ქსელი; შეიცვალა სახურავი და საწვიმარი მილები; ავთენტური სახითმოეწყო შუშაბანდი; დამონტაჟდა გათბობა - გაგრილების სისტემები; მუზეუმი აღიჭურვა ვიდეო - სამეთვალყურეო კამერებითა და ხანძარქრობის თანამედროვე სისტემებით; მუზეუმს ზანდუკელისქუჩის მხრიდან დაემატა შემოსასვლელი კიბე; ეზოში დამონტაჟდა განათებისა და სანიაღვრესისტემები; მოეწყო ავთენტური ქვაფენილი. მუზეუმი ადაპტირებულია და ითვალისწინებსსხვადასხვა საჭიროების ადამიანებისთვის სრულ ხელმისაწვდომობას.
როგორც საკრებულოს თავმჯდომარემ, გიორგი ტყემალაძემ განაცხადა, თბილისის მერიამ მუზეუმების გაერთიანების მერაბ კოსტავას მემორიალურ სახლ-მუზეუმის შენობაში არსებული კერძო პირის კუთვნილი ფართი გამოისყიდა და მუზეუმს გადასცა. გიორგი ტყემალაძის თქმით, სარეაბილიტაციო სამუშაოები აღნიშნულ ფართშიც დასრულდა. პროექტით გათვალისწინებულისამუშაოების ფარგლებში, შენარჩუნდა შენობის ისტორიული ნაწილი და კვლევისას აღმოჩენილიავთენტური კედლები.
“მერაბ კოსტავას მემორიალურ სახლ-მუზეუმში ძალიან მნიშვნელოვანი სარესტავრაციო სამუშაოები ჩატარდა. უახლოეს მომავალში თბილისს კიდევ ერთი განსაკუთრებული და ქალაქისთვის მნიშვნელოვანი სივრცე შეემატება, რომელსაც დარწმუნებული ვარ, ძალიან ბევრი ვიზიტორი ეყოლება. მინდა, მუზეუმების გაერთიანების ხელმძღვანელობას დაუღალავი შრომისთვის მადლობა გადავუხადო“ -განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.
თბილისის მუზეუმების გაერთიანების მერაბ კოსტავას მემორიალური სახლ-მუზეუმის რეაბილიტაციის მნიშვნელობაზე თბილისის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარემ, კახა ლაბუჩიძემაც ისაუბრა. მისი თქმით, აღსანიშნავია, რომ მუზეუმის დაარსების იდეა საქართველოს პირველ პრეზიდენტს, ზვიად გამსახურდიას ეკუთვნოდა.
„დღეს ვიმყოფებოდით მუზეუმში, სადაც სარემონტო სამუშაოები დაახლოებით ბოლო 30 წლის მანძილზე არ ჩატარებულა. დღეს კი სახლ-მუზეუმის რესტავრირებისთვის ძალიან დიდი სამუშაოა გაწეული. ჩვენ დავპირდით თბილისელებს, რომ მერაბ კოსტავას მემორიალური სახლ-მუზეუმიმიიღებდა იმ ფორმას, რომელიც მუზეუმების თანამედროვე სტანდარტებს შეესაბამება და ეს პირობა შევასრულეთ“- განაცხადა კახა ლაბუჩიძემ.
სარეაბილიტაციო სამუშაოების სრულად დასრულების შემდეგ, მუზეუმში მერაბ კოსტავას პირადინივთები, მემორიალური ავეჯი, ბიბლიოთეკა, ხელნაწერები, ნოტებისა და გრამფირფიტებისკოლექცია, მე-20 საუკუნის II ნახევრის ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ფოტო დადოკუმენტური მასალა, პირადი წერილები და მერაბ კოსტავას ინიციატივით გამოცემულიარალეგალური ჟურნალ-გაზეთები გამოიფინება.
მერაბ კოსტავას მემორიალური სახლ-მუზეუმი 1991 წელს საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას, ინიციატივითა და თაოსნობით დაარსდა. მუზეუმი ზანდუკელის ქუჩის N1-შიმდებარეობს, სადაც საქართველოს ეროვნული გმირი მერაბ კოსტავა 1939 წელს დაიბადა დასიცოცხლის ბოლომდე ცხოვრობდა.
უახლესი