მთავარიბიზნესიეკონომიკატურიზმი
ფინანსებიჯანდაცვასპორტიყველა სიახლე
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნესმრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრებაპერსონალური ფინანსები
პოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიშაინენერჯი
flag
AMD 7022.7
-0.0128
flag
AZN 1.6174
-0.0012
flag
CNY 37.678
0.0001
flag
EUR 3.1249
-0.0025
flag
GBP 3.6389
-0.0123
flag
KZT 52.57
0.0004
flag
TRY 0.0721
-0.0001
flag
USD 2.7503
-0.002

გიორგი პერტაიას ევროპის ეკონომიკური და სოციალური კომიტეტის ფარგლებში გაფართოების კანდიდატის წევრის სტატუსი მიენიჭა

news image

გიორგი პერტაიას ევროპის ეკონომიკური და სოციალური კომიტეტის ფარგლებში გაფართოების კანდიდატის წევრის სტატუსი მიენიჭა.
 
გიორგი პერტაიას განცხადებით, საქართველოს სავაჭრო პალატას პირველად  მიეცა შესაძლებლობა გაფართოების კანდიდატის წევრის სტატუსის ფარგლებში
ისარგებლოს ევროპის ეკონომიკური და სოციალური კომიტეტის პლატფორმით. გარდა ამისა, მონაწილეობა მიიღოს და აქტიური წვლილი შეიტანოს კომიტეტის მიერ ინიცირებულ მნიშვნელოვანი საკითხების შემუშავებისა და მომზადების პროცესში.
 
"ევროპის ეკონომიკური და სოციალური კომიტეტი ევროკავშირის საკონსულტაციო ორგანოა, რომელიც წარმოადგენს მნიშვნელოვან პლატფორმას წევრი ქვეყნებისთვის, წარუდგინონ საკუთარი შეხედულებები ევროსაბჭოს, ევროკომისიასა და ევროპის პარლამენტს ევროკავშირის ეკონომიკურ თუ სოციალურ საკითხებთან მიმართებით"-განაცხადა სავაჭრო პალატის პრეზიდენტმა.
 
აღსანიშნავია, რომ ევროპის ეკონომიკური და სოციალური კომიტეტი ევროკავშირის პირველი ინსტიტუტია, რომელიც ევროკავშირის  წევრობის კანდიდატის სტატუსის ქვეყნებს რთავს კომიტეტის საქმიანობაში „გაფართოების კანდიდატი წევრების“ დანიშვნით, რაც მნიშვნელოვან ნაბიჯს წარმოადგენს ევროკავშირის ინტეგრაციის გზაზე.
 
„გაფართოების კანდიდატი წევრის“ სტატუსის მქონე წევრებს ექნებათ შესაძლებლობა, გამოხატონ მოსაზრებები ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკასთან დაკავშირებით და უკეთ გაეცნონ ევროკავშირის საკანონმდებლო ინიციატივებს ეროვნულ კანონმდებლობასთან დაახლოების მიზნით.
 
აღნიშნული ინსტიტუტი  329 წევრისგან შედგება და აერთიანებს 6 ძირითად მიმართულებას-ერთიანი ბაზარი, წარმოება და მოხმარება, ტრანსპორტი, ენერგეტიკა, ინფრასტრუქტურა, დასაქმება, სოციალური საკითხები და სოფლის მეურნეობა. გარდა ამისა გარემოს საგარეო ურთიერთობები.


 

news banner
ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











მოსაზრება

quote

ჩვენი ამოცანაა, ბიზნეს სექტორის ინტერესების წარმოდგენა

საჭიროა, ამ დადგენილებების მოდიფიცირება ისეთი გზით, რომ არ დაზიანდეს არც ბიზნესის და არც სახელმწიფოს ინტერესები.

author სოსო ფხაკაძე

სხვა სიახლეები

ბიზნეს სიახლეები
image

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა