მთავარიბიზნესიეკონომიკატურიზმი
ფინანსებიჯანდაცვასპორტიყველა სიახლე
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნესმრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრებაპერსონალური ფინანსები
პოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიშაინენერჯი
flag
AMD 7022.7
-0.0128
flag
AZN 1.6174
-0.0012
flag
CNY 37.678
0.0001
flag
EUR 3.1249
-0.0025
flag
GBP 3.6389
-0.0123
flag
KZT 52.57
0.0004
flag
TRY 0.0721
-0.0001
flag
USD 2.7503
-0.002

გიორგი პერტაია ჩინეთის საბჭოს გუანდუნის კომიტეტის ვიცე-პრეზიდენტს შეხვდა - რა განიხილეს

news image

დღეს, სავაჭრო პალატის პრეზიდენტი გიორგი პერტაია საერთაშორისო ვაჭრობის ხელშეწყობის ჩინეთის საბჭოს გუანდუნის კომიტეტის ვიცე-პრეზიდენტს , ფან სინლინს შეხვდა.

შეხვედრის ფარგლებში, საქართველოს სავაჭრო პალატასა და საერთაშორისო ვაჭრობის ხელშეწყობის ჩინეთის საბჭოს გუანდუნის კომიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

პალატის პრეზიდენტის განცხადებით,   მხარეების თანამშრომლობა ხელს შეუწყობს  ქვეყნებს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობის განვითარებას, მეწარმეების მხარდაჭერას,ტექნოლოგიებისა და ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებას.

"მაქსიმალურად უნდა იყოს გამოყენებული  ორივე ქვეყნის რესურსი ეკონომიკის, ვაჭრობის, ტექნოლოგიების, ტურიზმის მიმართულებით.  უნდა შევქმნათ მეტი შესაძლებლობა,   მეწარმეებისთვის.   ორივე მხარე წაახალისებს კომპანიების  მონაწილეობას ადგილობრივ და საერთაშორისო  გამოფენებსა და ბიზნეს ფორუმებში, რომლებიც იმართება როგორც საქართველოში, ასევე ჩინეთში"- განაცხადა გიორგი პერტაიამ.

შეხვედრისას, მხარეებმა ერთმანეთს საქართველოსა და ჩინეთის  სავაჭრო-ეკონომიკური პოტენციალი გააცნეს. ასევე, განიხილეს მიმდინარე წელს ქართული ბიზნეს დელეგაციის ვიზიტი გვანჯოუში.

აღსანიშნავია, რომ საქარათველოს სავაჭრო პალატას აქვს ოფისი  გუანდუნის პროვინციაში, კერძოდ გვანჯოუში,სადაც ჰყავს წარმომადგენელი,ბექა მიქაბერიძე.
 

news banner
ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











მოსაზრება

quote

ჩვენი ამოცანაა, ბიზნეს სექტორის ინტერესების წარმოდგენა

საჭიროა, ამ დადგენილებების მოდიფიცირება ისეთი გზით, რომ არ დაზიანდეს არც ბიზნესის და არც სახელმწიფოს ინტერესები.

author სოსო ფხაკაძე

სხვა სიახლეები

ბიზნეს სიახლეები
image

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა