მთავარიბიზნესიეკონომიკატურიზმი
ფინანსებიჯანდაცვასპორტიყველა სიახლე
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნესმრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრებაპერსონალური ფინანსები
პოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიშაინენერჯი
flag
AMD 7022.7
-0.0128
flag
AZN 1.6174
-0.0012
flag
CNY 37.678
0.0001
flag
EUR 3.1249
-0.0025
flag
GBP 3.6389
-0.0123
flag
KZT 52.57
0.0004
flag
TRY 0.0721
-0.0001
flag
USD 2.7503
-0.002

გენადი არველაძე ენერგეტიკული გაერთიანების დირექტორს არტურ ლორკოვსკის შეხვდა

news image

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძემ ენერგეტიკული გაერთიანების დირექტორ არტურ ლორკოვსკისთან შეხვედრისას საქართველოს ენერგეტიკის სექტორში მიმდინარე და დაგეგმილი რეფორმები განიხილა. შეხვედრაში ასევე მონაწილეობდნენ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე ნინო თანდილაშვილი და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ენერგეტიკული რეფორმების დეპარტამენტის უფროსი ანა გოგოლაძე. შეხვედრა ბოსნია - ჰერცეგოვინაში, ქალაქ ბანია ლუკაში, ენერგეტიკული გაერთიანების არაფორმალური მინისტერიალის ფარგლებში გაიმართა. 

 

მინისტრის მოადგილემ ენერგეტიკული გაერთიანების დირექტორს საქართველოს ენერგეტიკულ სექტორში არსებული ვითარება და დარგში რეფორმის მიმდინარეობა გააცნო. არტურ ლორკოვსკიმ აღნიშნა, რომ ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნო მიესალმება 2024 წლის 1 ივლისს საქართველოში ელექტროენერგიის დღით ადრე და დღიური ბაზრების ამოქმედებას, რაც წარმოადგენს საკვანძო ნაბიჯს ბაზრის ლიბერალიზაციისკენ, რათა მომავალში, როდესაც საქართველო პირდაპირ დაუკავშირდება ევროკავშირის წევრი ქვეყნების ენერგეტიკულ ქსელს, შესაძლებელი გახდეს საქართველოს მონაწილეობა ელექტროენერგიის ერთიან ევროპულ ბაზარზე. მისი თქმით, ამისთვის აუცილებელია, საქართველომ გააგრძელოს ევროპული სტილის ენერგეტიკული ბაზრის გახსნისთვის აუცილებელი ნაბიჯების გადადგმა და განახლებადი ენერგიის ინვესტიციების მხარდაჭერა. არტურ ლორკოვსკის მხრიდან კიდევ ერთხელ დადასტურდა ენერგეტიკული გაერთიანების მზაობა, დაეხმაროს საქართველოს ამ პროცესში. 

 

შეხვედრის ფარგლებში, ყურადღება გამახვილდა, ასევე, საქართველოს მიერ განხორცილებულ წინსვლაზე ენერგოეფექტურობის მიმართულებით და შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტის მნიშვნელობაზე, რომელიც საქართველოსა და რუმინეთის ენერგოსისტემებს ერთმანეთს დააკავშირებს, რაც ხელს შეუწყობს ევროპისა და სამხრეთ კავკასიის რეგიონის ენერგეტიკული უსაფრთხოების გაძლიერებას, განახლებადი ენერგიის სექტორის განვითარებასა და სატრანზიტო შესაძლებლობების ზრდას.

 

შეხვედრაზე ასევე განხილულ იქნა საქართველოს მიერ დეკარბონიზაციის მიმართულებით აღებული ვალდებულების შესრულების საკითხი. 

 

აღინიშნა, რომ მხარეები განაგრძობენ თანამშრომლობას ენერგეტიკული უსაფრთხოების, მდგრადი განვითარებისა და ენერგეტიკული რეფორმების თანმიმდევრული განხორციელების უზრუნველსაყოფად.

news banner
ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











მოსაზრება

quote

ჩვენი ამოცანაა, ბიზნეს სექტორის ინტერესების წარმოდგენა

საჭიროა, ამ დადგენილებების მოდიფიცირება ისეთი გზით, რომ არ დაზიანდეს არც ბიზნესის და არც სახელმწიფოს ინტერესები.

author სოსო ფხაკაძე

სხვა სიახლეები

ბიზნეს სიახლეები
image

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა