მთავარიბიზნესიეკონომიკატურიზმი
ფინანსებიჯანდაცვასპორტიყველა სიახლე
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნესმრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრებაპერსონალური ფინანსები
პოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიშაინენერჯი
flag
AMD 7035.5
-0.0045
flag
AZN 1.6186
-0.0013
flag
CNY 37.677
0.0029
flag
EUR 3.1274
0.0045
flag
GBP 3.6512
0.0035
flag
KZT 52.53
-0.0073
flag
TRY 0.0722
-0.0001
flag
USD 2.7523
-0.0021

გარდა იმისა, რომ მერვედფინალის საგზური მოვიპოვეთ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ევროპული ფეხბურთის სიმპათია დავიმსახურეთ, ევროპელ ხალხში მოვიპოვეთ ის სიყვარული, რომელსაც ჩვენი გუნდი იმსახურებს - დავით მუჯირი

news image

სასიხარულოა, რომ [ეროვნულმა ნაკრებმა] ამდენი დადებითი ემოცია მოუტანა ქვეყანას, - ამის შესახებ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გენერალურმა მდივანმა, დავით მუჯირმა „ქრონიკასთან“ განაცხადა. მისი თქმით, ეს მეტ მოტივაციას აძლევს „ჯვაროსნებს“ რომ მომავალშიც მსგავსი წარმატებები ჰქონდეთ.

„როგორც დავაანონსეთ, ჩვენ ამ ტურნირზე ევროპის გაოცებას ვაპირებდით და მართლაც, ისე მოხდა, რომ გარდა იმისა, რომ მერვედფინალის საგზური მოვიპოვეთ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ევროპული ფეხბურთის სიმპათია დავიმსახურეთ, ევროპელ ხალხში მოვიპოვეთ ის სიყვარული, რომელსაც ეს გუნდი იმსახურებს. სასიხარულოა, რომ [ეროვნულმა ნაკრებმა] ამდენი დადებითი ემოცია მოუტანა ქვეყანას და რა თქმა უნდა ეს დამატებით მოტივაციას და პასუხისმგებლობას აძლევს ჩვენს ნაკრებს, რომ მომავალშიც მსგავსი წარმატებები გვქონდეს“, - აღნიშნა მუჯირმა.

დღეს საღამოს, 22:00 საათზე თავისუფლების მოედანზე მთავრობის მიერ დაანონსებული ნაკრების დახვედრის ღონისძიება  გაიმართება.

საქართველოს ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა თავის პირველ ევროპის ჩემპიონატში ასპარეზობა ესპანეთის წინააღმდეგ მერვედფინალურ ეტაპზე  დაასრულა.  ესპანეთის ნაკრებმა საქართველოს ნაკრებს სძლია და მეოთხედფინალის საგზური მოიპოვა. ნაკრებებს შორის შეხვედრა 4:1 დასრულდა.

news banner
ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











მოსაზრება

quote

ჩვენი ამოცანაა, ბიზნეს სექტორის ინტერესების წარმოდგენა

საჭიროა, ამ დადგენილებების მოდიფიცირება ისეთი გზით, რომ არ დაზიანდეს არც ბიზნესის და არც სახელმწიფოს ინტერესები.

author სოსო ფხაკაძე

სხვა სიახლეები

ბიზნეს სიახლეები
image

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა