მთავარიბიზნესიეკონომიკატურიზმი
ფინანსებიჯანდაცვასპორტიყველა სიახლე
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნესმრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრებაპერსონალური ფინანსები
პოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიშაინენერჯი
flag
AMD 7022.7
-0.0128
flag
AZN 1.6174
-0.0012
flag
CNY 37.678
0.0001
flag
EUR 3.1249
-0.0025
flag
GBP 3.6389
-0.0123
flag
KZT 52.57
0.0004
flag
TRY 0.0721
-0.0001
flag
USD 2.7503
-0.002

ეროვნული ბანკი ციფრული ლარის საპილოტე პროექტისთვის ემზადება

news image

ციფრული ლარის პროექტი ახალ ეტაპზე გადადის. ეროვნული ბანკი, ცენტრალური ბანკის ციფრული ვალუტის (CBDC) სისტემის ტექნოლოგიური შესაძლებლობების გამოსაცდელად და მიზნობრივი გამოყენების შესაძლო სფეროების გამოსავლენად, შეზღუდული წვდომის რეალური საპილოტე გარემოს შექმნას გეგმავს. ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს.

„გრძელვადიანი კვლევისა და სათანადო განხილვების შემდეგ, ეროვნული ბანკი ცხრა კომპანიისგან შემდგარ სიას აქვეყნებს.  ამ ორგანიზაციებს პლატფორმის რეალურ გარემოში ტესტირებისთვის შესაბამისი გამოცდილება და საკმარისი ტექნოლოგიური პოტენციალი გააჩნიათ: AUGENTIC GmbH, Bitt Inc, Broxus Holdings Ltd, Currency Network Ltd, DCM Corp Limited, eCurrency Mint Inc, FARI Solutions Ltd, Ripple Labs, Inc, Sovereign Wallet Co, Ltd.

ეროვნული ბანკი განიხილავს ციფრული ლარის პროექტის ყველა იმ განსხვავებულ ტექნოლოგიურ გადაწყვეტას, რომელსაც ზემოხსენებული კომპანიები შესთავაზებენ.  შესარჩევი ეტაპის დასრულების შემდეგ, ეროვნული ბანკი გამოავლენს ერთ ტექნოლოგიურ პარტნიორ ორგანიზაციას, რომელთან ერთადაც საპილოტე გარემოს შექმნის.

შეგახსენებთ, რომ ახალი ფინანსური ტექნოლოგიების გამოყენების ხელშეწყობის, საგადახდო სისტემის ეფექტიანობის ზრდისა და ფინანსური ჩართულობის გაუმჯობესების მიზნით, საქართველოს ეროვნული ბანკი 2020 წლიდან აქტიურად იკვლევს ცენტრალური ბანკის ციფრული ვალუტის (CBDC) მახასიათებლებს, მათ შორის, ციფრული ლარის შესაძლებლობებს, სისტემურ მოწყობასა და ბაზარზე მისი გამოყენების გზებს“, – აღნიშნულია ეროვნული ბანკის ინფორმაციაში.

news banner
ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











მოსაზრება

quote

ჩვენი ამოცანაა, ბიზნეს სექტორის ინტერესების წარმოდგენა

საჭიროა, ამ დადგენილებების მოდიფიცირება ისეთი გზით, რომ არ დაზიანდეს არც ბიზნესის და არც სახელმწიფოს ინტერესები.

author სოსო ფხაკაძე

სხვა სიახლეები

ბიზნეს სიახლეები
image

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა