მთავარიბიზნესიეკონომიკატურიზმი
ფინანსებიჯანდაცვასპორტიყველა სიახლე
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნესმრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრებაპერსონალური ფინანსები
პოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიშაინენერჯი
flag
AMD 7022.7
-0.0128
flag
AZN 1.6174
-0.0012
flag
CNY 37.678
0.0001
flag
EUR 3.1249
-0.0025
flag
GBP 3.6389
-0.0123
flag
KZT 52.57
0.0004
flag
TRY 0.0721
-0.0001
flag
USD 2.7503
-0.002

ენერგეტიკის განვითარებისთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია საგანმანათლებლო დაწესებულების, საჯარო უწყებებისა და დარგობრივი კომპანიების მჭიდრო  კოოპერაცია - მიქაუტაძე

news image

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტოსა და საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. დოკუმენტის თანახმად, სტუდენტებისთვის ხელმისაწვდომი იქნება ინფორმაცია ენერგეტიკის,  ნავთობისა და  გაზის და სხვა მინერალური რესურსების სექტორში დანერგილ თანამედროვე ტექნოლოგიებზე, მიმდინარე პროექტებსა და გამოწვევებზე. მემორანდუმის ხელმოწერას დაესწრო და უნივერსიტეტის სტუდენტებს მიესალმა მინისტრის პირველი მოადგილე რომეო მიქაუტაძე. მემორანდუმს ხელი მოაწერეს სააგენტოს დირექტორმა გიორგი ტატიშვილმა და უნივერსიტეტის რექტორმა დავით გურგენიძემ.

თავის მისალმებაში, მინისტრის პირველმა მოადგილემ დადებითად შეაფასა სახელმწიფო სააგენტოსა და ტექნიკურ უნივერსიტეტს შორის მემორანდუმის გაფორმება და აღნიშნა, რომ ასეთი თანამშრომლობა ხელს შეუწყობს ახალგაზრდა კვალიფიციური კადრების მოზიდვას საჯარო სექტორში. მისი თქმით, საჯარო ლექციების ციკლი, რომელთაც სააგენტოს ექსპერტები წაიკითხავენ უნივერსიტეტში, ხელს შეუწყობს სტუდენტების ცოდნის ზრდას ენერგეტიკის, განსაკუთრებით, ნავთობისა და გაზის სექტორებში, რისი დეფიციტიც დღეს არსებობს.

„ენერგეტიკის განვითარებისთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია ცოდნის გადაცემის და განმტკიცების, თეორიის და პრაქტიკის უწყვეტი ჯაჭვი, საგანმანათლებლო დაწესებულებს, საჯარო უწყებებს და დარგობრივ კომპანიებს შორის სინერგიის წარმოქმნა და მჭიდრო  კოოპერაცია. მემორანდუმის გაფორმება არის ერთი, მაგრამ არა ერთადერთი ნაბიჯი, რომელიც უახლოეს მომავალში გადაიდგმება  დარგში დაგროვილი ცოდნის და გამოცდილების ჩვენი ახალგაზრდებისთვის გასაზიარებლად," - განაცხადა მინისტრის პირველმა მოადგილემ.

რომეო მიქაუტაძემ ყურადღება გაამახვილა საქართველოს ელექტროენერგიის ბაზრის მიმდინარე რეფორმაზე, აგრეთვე განახლებადი წყაროებიდან ენერგიის წარმოებისა და გამოყენების მხარდაჭერის სქემის მნიშვნელობასა და შავი ზღვის ენერგო კაბელის რეგიონულ პროექტზე, რომელმაც საქართველოსა და სამხრეთ კავკასიის ენერგეტიკული სისტემები ევროკავშირისას უნდა დააკავშიროს.

მემორანდუმის ფარგლებში, სააგენტო სტუდენტებისთვის უახლესი დარგობრივი ინფორმაციის მიწოდების და  პროფესიული განვითარების მიზნით საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში რვა სალექციო კურსი ჩატარდება, რომლის წარმატებით დასრულების შედეგადაც მონაწილეებს გადაეცემათ ტრენინგ-კურსის გავლის დამადასტურებელი სერთიფიკატები.

 

news banner
ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











მოსაზრება

quote

ჩვენი ამოცანაა, ბიზნეს სექტორის ინტერესების წარმოდგენა

საჭიროა, ამ დადგენილებების მოდიფიცირება ისეთი გზით, რომ არ დაზიანდეს არც ბიზნესის და არც სახელმწიფოს ინტერესები.

author სოსო ფხაკაძე

სხვა სიახლეები

ბიზნეს სიახლეები
image

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა