მთავარიბიზნესიეკონომიკატურიზმი
ფინანსებიჯანდაცვასპორტიყველა სიახლე
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნესმრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრებაპერსონალური ფინანსები
პოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიშაინენერჯი
flag
AMD 7022.7
-0.0128
flag
AZN 1.6174
-0.0012
flag
CNY 37.678
0.0001
flag
EUR 3.1249
-0.0025
flag
GBP 3.6389
-0.0123
flag
KZT 52.57
0.0004
flag
TRY 0.0721
-0.0001
flag
USD 2.7503
-0.002

ელექტროენერგეტიკული ბაზრის მონაწილე კომპანიები ბაზრის გახსნისთვის ემზადებიან

news image

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის მიერ ორგანიზებულ შეხვედრაზე, ელექტროენერგიის მწარმოებელმა, ისევე როგორც მსხვილმა მომხმარებელმა კომპანიებმა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან ერთად, ელექტროენერგეტიკული ბაზრის გახსნასა და ენერგეტიკული ბაზრის რეფორმასთან დაკავშირებულ სიახლეებზე იმსჯელეს.

შეხვედრას ესწრებოდნენ მინისტრის მოადგილე რომეო მიქაუტაძე, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკი) თავმჯდომარე დავით ნარმანია, ენერგეტიკული ბირჟის დირექტორი ირინა მილორავა, საქართველოს ენერგეტიკული განვითარების ფონდისა და  სახელმწიფოს ელექტროსისტემისა და ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორების წარმომადგენლები.

აღსანიშნავაია, რომ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე რომეო მიქაუტაძემ, ელექტროენერგეტიკული ბაზრის მონაწილეებს ბაზრის გახსნასთან დაკავშირებული აქტუალური საკითხები გააცნო და თანამშრომლობისა და კოორდინირებული მუშაობისკენ მოუწოდა.

საქართველოს ენერგეტიკული ბირჟის დირექტორმა ირინა მილორავამ ენერგეტიკული ბაზრების რეფორმასა და ენერგეტიკულ ბირჟაზე ახალ მოდელში ისაუბრა. ასევე, შეხვედრის ფარგლებში განიხილეს, ელექტროენერგიის ბაზრის სამიზნე მოდელი, მისი კონცეფცია და აღსრულების მექანიზმები. საუბარი შეეხო, ორმხრივი ხელშეკრულებების ბაზარს, არსებული ორმხრივი ხელშეკრულებების მისადაგებას ახალ მოდელთან და დეტალურად გაანალიზდა დღით ადრე და დღიური ბაზრის პრინციპები.

შეხვედრაზე საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის დირექტორთა საბჭოს წევრმა ზვიად გაჩეჩილაძემ საბალანსო და დამხმარე მომსახურებების ბაზარზე, უბალანსობის ფორმულასა და საბალანსო პროდუქტების შესყიდვის პროცენტულ მაჩვენებლებზე ისაუბრა.

ელექტროენერგეტიკული დარგის კომპანიების წარმომადგენლებს შესაძლებლობა ჰქონდათ მონაწილეობა მიეღოთ კითხვა-პასუხის რეჟიმში, რასაც მოჰყვა ღია დისკუსია.

„ენერგეტიკის დარგში მომუშავე კომპანიები აქტიურად ემზადებიან ბაზრის გახსნისთვის, შესაბამისად, საქართველოს ბიზნეს ასოციაცია აქტიურ რეჟიმში ცდილობს სახელმწიფოსა და ბიზნესს შორის პირდაპირი კომუნიკაციის დამყარებას, რაც ორმხრივად სარგებლის მომტანი იქნება. ვიმედოვნებთ, რომ პროცესი ჰარმონიულად წარიმართება. მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფოსა და დარგში მოღვაწე ბიზნეს ოპერატორებს შორის მიმდინარეობს კონსულტაციების პროცესი, რაც პოზიციებს მაქსიმალურად დაახლოებს," განაცხადა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ლევან ვეფხვაძემ.

news banner
ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











მოსაზრება

quote

ჩვენი ამოცანაა, ბიზნეს სექტორის ინტერესების წარმოდგენა

საჭიროა, ამ დადგენილებების მოდიფიცირება ისეთი გზით, რომ არ დაზიანდეს არც ბიზნესის და არც სახელმწიფოს ინტერესები.

author სოსო ფხაკაძე

სხვა სიახლეები

ბიზნეს სიახლეები
image

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა