მთავარიბიზნესიეკონომიკატურიზმი
ფინანსებიჯანდაცვასპორტიყველა სიახლე
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნესმრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრებაპერსონალური ფინანსები
პოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიშაინენერჯი
flag
AMD 7022.7
-0.0128
flag
AZN 1.6174
-0.0012
flag
CNY 37.678
0.0001
flag
EUR 3.1249
-0.0025
flag
GBP 3.6389
-0.0123
flag
KZT 52.57
0.0004
flag
TRY 0.0721
-0.0001
flag
USD 2.7503
-0.002

ექსპორტირებულია 37 ათას ტონამდე სტანდარტული  და გადამუშავდა 11 ათასი ტონაზე მეტი არასტანდარტული ციტრუსი - აჭარაში ციტრუსის სეზონი დასკვნით ფაზაშია 

news image

აჭარაში ციტრუსის სეზონი დასკვნით ფაზაშია. მიმდინარე წელს საპროგნოზო მონაცემებით 55 ათას ტონამდე ციტრუსი იყო მოსალოდნელი.

დღეის მდგომარეობით ექსპორტირებულია - 23 821 000 აშშ დოლარის 36 893 ტონა სტანდარტული მანდარინი. რაც შეეხება არასტანდარტულ მანდარინს  3 386 471 ლარის 11 288 ტონა ციტრუსი იქნა გადამუშავებული, საიდანაც სახელმწიფო სუბსიდიამ 2 822 059 ლარი შეადგინა.

აჭარის მთავრობის გადაწყვეტილებით, სამრეწველო გადამუშავების არასტანდარტულ მანდარინზე სუბსიდია გაორმაგდა და მეციტრუსე ფერმერებმა სახელმწიფოს მხრიდან 15 თეთრის ნაცვლად 30 თეთრი  მიიღეს.

2023-2024 წლის ციტრუსის აქტიურ სეზონზე მუშაობდა 20-მდე  საწარმო, ხოლო დღეის მდგომარეობით  საექსპორტო მანდარინს 6 ციტრუსის მიმღებ-გადამამუშავებელი საწარმო ღებულობს. ასევე რეგიონს გარეთ კიდევ რამოდენიმე დამხარისხებელი პუნქტი ფუნქციონირებს.

ნარინჯისფერი რთველის ორგანიზებულად ჩატარების მიზნით, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და აჭარის მთავრობის ხელშეწყობით, აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტრომ რეგიონში ციტრუსის რეალიზაციის საკოორდინაციო შტაბი  გახსნა, რომლის ძირითადი მიზანი მანდარინის ჩაბარების პროცესის შეუფერხებელი მიმდინარეობის უზრუნველყოფაა.

news banner
ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











მოსაზრება

quote

ჩვენი ამოცანაა, ბიზნეს სექტორის ინტერესების წარმოდგენა

საჭიროა, ამ დადგენილებების მოდიფიცირება ისეთი გზით, რომ არ დაზიანდეს არც ბიზნესის და არც სახელმწიფოს ინტერესები.

author სოსო ფხაკაძე

სხვა სიახლეები

ბიზნეს სიახლეები
image

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა