მთავარიბიზნესიეკონომიკატურიზმი
ფინანსებიჯანდაცვასპორტიყველა სიახლე
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნესმრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრებაპერსონალური ფინანსები
პოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიშაინენერჯი
flag
AMD 7022.7
-0.0128
flag
AZN 1.6174
-0.0012
flag
CNY 37.678
0.0001
flag
EUR 3.1249
-0.0025
flag
GBP 3.6389
-0.0123
flag
KZT 52.57
0.0004
flag
TRY 0.0721
-0.0001
flag
USD 2.7503
-0.002

“ექსპო ჯორჯიაში”, თიბისის მხარდაჭერით, სოფლის მეურნეობის, კვების მრეწველობის, გადამმუშავებელი და შემფუთველი ტექნოლოგიების საერთაშორისო გამოფენა ჩატარდება

news image

29 ნოემბერიდან 1 დეკემბრის ჩათვლით, გამოფენების ცენტრში - „ექსპო ჯორჯია“, თიბისის მხარდაჭერით, სოფლის მეურნეობის, კვების მრეწველობის, გადამმუშავებელი და შემფუთველი ტექნოლოგიების 22-ე საერთაშორისო გამოფენა - Agro/Food/Drink/Tech/Expo 2024  ჩატარდება.

გამოფენის მხარდამჭერები არიან ასევე USAID Agricultural Trade Diversification Program, FAO გაეროს სოფლის მეურნეობის მხარდაჭერის პროგრამა, ნუშის და კაკლის მწარმოებელთა ასოციაცია, ლურჯი მოცვის ასოციაცია და ნიდერლანდების საელჩო.

Agro/Food/Drink/Tech/Expo 2024  „ექსპო ჯორჯიას“ მე-11 პავილიონსა  და მის მიმდებარე  გარე სივრცეში ჩატარდება. გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა, მანქანა-დანადგარები, ტარა და შესაფუთი მასალები, სასათბურე მეურნეობის ტექნოლოგიები და აღჭურვილობა, სარწყავი სისტემები, ლაბორატორიული აღჭურვილობა, სარგავი და სათესლე მასალები, სასუქი და პესტიციდები, კვების მრეწველობის პროდუქცია.

წელს პირველად USAID-ის მხარდაჭერით, გამოფენას ეწვევიან შემსყიდველები ინდოეთიდან. ნუშისა და თხილის მწარმოებლებს შესაძლებლობა ექნებათ შეხვდნენ წამყვან კომპანიებს ინდოეთიდან.

ნიდერლანდების საელჩოსთან და ლურჯი მოცვის ასოციაციასთან თანამშრომლობით, 30 ნოემბერს გამოფენას ეწვევა ცნობილი საკონსულტაციო კომპანიის - TWOWAYZ-ის სოფლის მეურნეობის ბიზნესის განვითარების ტრენერი, რომელიც  მთელი დღის განმავლობაში ვორქშოფების სერიას ჩაატარებს.ვორქშოფზე დასასწრებად, საჭიროა წინასწარი რეგისტრაცია ბმულზე.

29 და 30 ნოემბერს 11-დან 17:00 საათამდე, სხვადასხვა შეხვედრა და პანელური დისკუსია ჩატარდება, სადაც დასწრება თავისუფალია.

გამოფენაზე დასწრება 29 ნოემბრიდან 1 დეკემბრის ჩათვლით, 11:00-18:00 საათებში იქნება შესაძლებელი.

 

 

 

news banner
ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











მოსაზრება

quote

ჩვენი ამოცანაა, ბიზნეს სექტორის ინტერესების წარმოდგენა

საჭიროა, ამ დადგენილებების მოდიფიცირება ისეთი გზით, რომ არ დაზიანდეს არც ბიზნესის და არც სახელმწიფოს ინტერესები.

author სოსო ფხაკაძე

სხვა სიახლეები

ბიზნეს სიახლეები
image

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა