მთავარიბიზნესიეკონომიკატურიზმი
ფინანსებიჯანდაცვასპორტიყველა სიახლე
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნესმრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრებაპერსონალური ფინანსები
პოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიშაინენერჯი
flag
AMD 7022.7
-0.0128
flag
AZN 1.6174
-0.0012
flag
CNY 37.678
0.0001
flag
EUR 3.1249
-0.0025
flag
GBP 3.6389
-0.0123
flag
KZT 52.57
0.0004
flag
TRY 0.0721
-0.0001
flag
USD 2.7503
-0.002

ეგვიპტელი ინვესტორების მხრიდან დიდია საქართველოთი დაინტერესება - ლევან დავითაშვილი

news image

გასული წლის განმავლობაში ეგვიპტიდან საქართველოში რამდენიმე მიმართულებით განხორციელდა პირდაპირი უცხოური ინვესტიციები, მათ შორის ტურისტულ სექტორში და ჩამოყალიბდა თავისუფალი ეკონომიკური ზონა კახეთის რეგიონში. ვხედავთ, რომ ეგვიპტელი ინვესტორების მხრიდან დიდია საქართველოთი დაინტერესება და იმედი მაქვს, საქართველო-ეგვიპტის ბიზნესფორუმი გახდება ორ ქვეყანას ეკონომიკური და საქმიანი კავშირების შემდგომი გაღრმავების დამატებითი პლატფორმა“, - განაცხადა ვიცე-პრემიერმა ლევან დავითაშვილმა კაიროში გამართული ბიზნესფორუმის შეფასებისას.

თავის მხრივ, საქართველოსთან თანამშრომლობის გაღრმავების დიდი ინტერესი გამოხატა ეგვიპტის საინვესტიციო და თავისუფალი ზონების გენერალური სააგენტოს (GAFI) აღმასრულებელმა დირექტორმა ჰოსამ ჰეიბამ.

„მოუთმენლად ველით ეგვიპტესა და საქართველოს შორის ურთიერთობების გაღრმავებას, გაუმჯობესებას და განვითარებას. ჩვენი მისწრაფებაა გავაუმჯობესოთ ურთიერთობა საინვესტიციო და სავაჭრო თვალსაზრისით, რათა განვავითაროთ და შესაძლოა გავაორმაგოთ არსებული ურთიერთობები და არსებული თანამშრომლობის დონე, რაც აქამდე გვქონდა. ჩვენ მოუთმენლად ველით ქართველ ინვესტორებს ეგვიპტეში და საქართველოს წინსვლას ეგვიპტელი ინვესტორებისა და ტრეიდერების მეშვეობით“, - აღნიშნა ჰოსამ ჰეიბამ.

ვიცე პრემიერის თქმით, ბიზნესფორუმის ფარგლებში ეგვიპტელი ინვესტორები გაეცნენ საქართველოს ეკონომიკური პოტენციალს, ასევე საინვესტიციო გარემოს, რაც დამატებით შესაძლებლობებს ქმნის 2023 წელს ეგვიპტიდან საქართველოში უცხოური ინვესტიციების განხორციელებისთვის.

ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი თანხმლებ დელეგაციასთან ერთად კაიროში იმყოფებოდა, სადაც მონაწილეობა მიიღო ეგვიპტე - საქართველოს ბიზნესფორუმში. 

news banner
ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











მოსაზრება

quote

ჩვენი ამოცანაა, ბიზნეს სექტორის ინტერესების წარმოდგენა

საჭიროა, ამ დადგენილებების მოდიფიცირება ისეთი გზით, რომ არ დაზიანდეს არც ბიზნესის და არც სახელმწიფოს ინტერესები.

author სოსო ფხაკაძე

სხვა სიახლეები

ბიზნეს სიახლეები
image

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა