მთავარიბიზნესიეკონომიკატურიზმი
ფინანსებიჯანდაცვასპორტიყველა სიახლე
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნესმრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრებაპერსონალური ფინანსები
პოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიშაინენერჯი
flag
AMD 7022.7
-0.0128
flag
AZN 1.6174
-0.0012
flag
CNY 37.678
0.0001
flag
EUR 3.1249
-0.0025
flag
GBP 3.6389
-0.0123
flag
KZT 52.57
0.0004
flag
TRY 0.0721
-0.0001
flag
USD 2.7503
-0.002

EBRD-ის აქტიური მხარდაჭერით გრძელდება რეფორმები დერივატივების ბაზრის განვითარების კუთხით - არჩილ მესტვირიშვილი

news image

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, ვიცე-პრეზიდენტმა არჩილ მესტვირიშვილმა მონაწილეობა მიიღო ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) ყოველწლიურ შეხვედრასა და ბიზნესფორუმში.
არჩილ მესტვირიშვილმა მონაწილეობა მიიღო პანელურ დისკუსიაში - "ცენტრალური აზიის ქვეყნებში კერძო კაპიტალის მობილიზება ფინანსური ბაზრების მეშვეობით: გამოწვევებთან გამკლავება". პანელზე საქართველო დასახელდა, როგორც ფულადი ბაზრის განვითარების ერთ-ერთი წარმატებული მაგალითი. არჩილ მესტვირიშვილმა ისაუბრა საქართველოში ფულადი ბაზრის განვითარების კუთხით გადადგმულ ნაბიჯებზე და აღნიშნა, რომ რეფორმები ამ მიმართულებით 2010 წლიდან გადავიდა აქტიურ ფაზაში. სხვადასხვა ფინანსური ინსტიტუტების დახმარებით, გადაიდგა არაერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი და განსაკუთრებით აღნიშნა ამ პროცესში EBRD-ის როლი.

"ბანკთაშორისი ფულადი ბაზარი და სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების ბაზარი, რომელიც ფინანსური ბაზრის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ელემენტებია, საქართველოში საკმაოდ კარგად განვითარებული და ლიკვიდურია. საქართველო იყო პირველი განვითარებადი ბაზრის ქვეყანა, რომელმაც ბანკთაშორისი და მონეტარული ოპერაციებისათვის ადგილობრივ ბაზარზე საერთაშორისო სავაჭრო პლატფორმის Bloomberg-ის  წარმატებით გამოყენება დაიწყო. შემდეგში ამ მაგალითს, სხვა ქვეყნებმაც მიბაძეს. საქართველოში არსებობს, თანამედროვე სტანდარტებისა და ამავე დროს მაღალი ეფექტიანობის მქონე ფასიანი ქაღალდების შენახვისა და ანგარიშსწორების ინფრასტრუქტურა, რის შედეგადაც ამ სისტემაში არსებული ფასიანი ქაღალდების შენახვისა და ანგარიშსწორების რისკი ფაქტობრივად ნულის ტოლია. EBRD-ის აქტიური მხარდაჭერით გრძელდება რეფორმები დერივატივების ბაზრის განვითარების კუთხით. აღნიშნული რეფორმა დაეხმარება კომერციულ ბანკებს უფრო სწრაფად და ეფექტიანად აღრიცხონ პოზიციები და განახორციელონ ოპერაციები, რაც გააიაფებს დერივატივების ინსტრუმენტს და დაეხმარება კერძო სექტორს სავალუტო და საპროცენტო რისკების ჰეჯირებაში", - განაცხადა არჩილ მესტვირიშვილმა.

news banner
ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











მოსაზრება

quote

ჩვენი ამოცანაა, ბიზნეს სექტორის ინტერესების წარმოდგენა

საჭიროა, ამ დადგენილებების მოდიფიცირება ისეთი გზით, რომ არ დაზიანდეს არც ბიზნესის და არც სახელმწიფოს ინტერესები.

author სოსო ფხაკაძე

სხვა სიახლეები

ბიზნეს სიახლეები
image

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა