მთავარიბიზნესიეკონომიკატურიზმი
ფინანსებიჯანდაცვასპორტიყველა სიახლე
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრებაპერსონალური ფინანსები
პოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიშაინენერჯი
flag
AMD 7041.9
-0.0066
flag
AZN 1.6153
-0.0004
flag
CNY 38.015
-0.0048
flag
EUR 3.1219
0.0114
flag
GBP 3.6668
0.0025
flag
KZT 53.35
-0.0007
flag
TRY 0.0711
0
flag
USD 2.7467
-0.0006

E-commerce წილი რითეილ ვაჭრობაში ჯერ კიდევ მცირეა, მეტი მოთხოვნის დაკმაყოფილება შეუძლიათ ქართველ ფერმერებს - Soplidan.ge

news image

პლატფორმა Soplidan.ge-ს დამფუძნებელმა ნათია ნინიკელაშვილმა Business Insider Gerogia- თან განაცხადა, რომ 2023 წელს მისი ბიზნესისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რადგან კომპანიის პროდუქტი ექსკლუზიურად, როგორც ცალკე ბრენდირებული კატეგორია veli.store-ზე გამოჩნდა.

„ეს იყო ორი ბიზნესის კოლაბორაცია, რის შედეგადაც, მომხმარებელმა შეძლო ყველაზე დიდ ონლაინ მარკეტში პროდუქტის შეძენა.  veli.store-ზე ოქტომბრიდან ჩაეშვა Soplidan.ge პროდუქტები, რომლის გაყიდვებიც წინა წელთან შედარებით გაორმაგებული იყო.

„Soplidan.ge-ს კატეგორიაში პროდუქტები საქართველოს ყველა კუთხიდანაა ხელმისაწვდომი და პროდუქტის შეძენა მხოლოდ veli.store-ზე შესაძლებელი. სადაც რა არის საუკეთესო, იმ რეგიონიდან ის პროდუქტი ჩამოგვაქვს და ჩვენი მარაგები მუდმივად ახლდება“, - ამბობს დამფუძნებელი.

მისი თქმით, საახალწლოდ ყველაზე მოთხოვნადი იყო გოჭი, ინდაური, თაფლი, გოზინაყი, და რა თქმა უნდა ჩურჩხელა.

პროდუქტის შესყიდვით დაინტერესებულები არიან უცხოელებიც და პლატფორმის მომხმარებლების გარკვეულ ნაწილს, საქართველოში დასაქმებული უცხო ქვეყნის მოქალაქეები შეადგენენ.

Soplidan.ge-ს დამფუძნებელი Business Insider Gerogia-თან კომპანიისა და ზოგადად ბაზარზე არსებულ პრობლემაზე საუბრობს.

„E-commerce-ს წილი რითეილ ვაჭრობაში საქართველოში ჯერ კიდევ ძალიან პატარაა, რაც იმას ნიშნავს, რომ ჯერ კიდევ ბევრი მომხმარებელია, რომელიც შესაძლოა, ონლაინ ვაჭრობას „მიებას“. ბევრად დიდი მოთხოვნის დაკმაყოფილება შეუძლიათ ქართველ ფერმერებსა და  Soplidan.ge-ს “, - ამბობს ნათია ნინიკელაშვილი.

Soplidan.ge-მ 15 პროდუქტით დაიწყო საქმიანობა და დღეს უკვე ერთ-ერთი ყველაზე დიდი პლატფორმაა. კომპანიაში 15 -მდე ადამიანია დასაქმებული.

news banner
ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











მოსაზრება

quote

ჩვენი ამოცანაა, ბიზნეს სექტორის ინტერესების წარმოდგენა

საჭიროა, ამ დადგენილებების მოდიფიცირება ისეთი გზით, რომ არ დაზიანდეს არც ბიზნესის და არც სახელმწიფოს ინტერესები.

author სოსო ფხაკაძე

სხვა სიახლეები

ყველა სიახლე
image

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა