მთავარიბიზნესიეკონომიკატურიზმი
ფინანსებიჯანდაცვასპორტიყველა სიახლე
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნესმრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრებაპერსონალური ფინანსები
პოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიშაინენერჯი
flag
AMD 7022.7
-0.0128
flag
AZN 1.6174
-0.0012
flag
CNY 37.678
0.0001
flag
EUR 3.1249
-0.0025
flag
GBP 3.6389
-0.0123
flag
KZT 52.57
0.0004
flag
TRY 0.0721
-0.0001
flag
USD 2.7503
-0.002

„დიდი წარმატებისკენ გზა პატარა მცდელობებით იწყება“ - საქართველოს ბანკის სტიპენდიატების რჩევები აბიტურიენტებს

news image

საქართველოს ბანკი ახალგაზრდებისთვის განათლების შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს.  სწორედ ამ მიზნით, უკვე რამდენიმე თვეა საქართველოს ბანკი სტიპენდიების პროგრამას ახორციელებს, რომლის ფარგლებშიც 20-მდე პარტნიორი უნივერსიტეტის სტუდენტებს აძლევს შესაძლებლობას, მიიღონ სწავლის სრული ან ნაწილობრივი დაფინანსება.

პროექტის ფარგლებში უკვე გამოვლინდა 160-ზე მეტი წარმატებული სტიპენდიატი, უნივერსიტეტებთან თანამშრომლობა კი მომავალში უფრო და უფრო მასშტაბური გახდება.

სტიპენდიის მისაღებად საკუთარ რჩევებსა და შთაბეჭდილებებს სტუდენტებსა და აბიტურიენტებს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტიპენდიატები უზიარებენ:

„მსგავსი პროგრამები ჩვენთვის დიდი მოტივაციის მომცემია, რადგან სტიპენდიატობა გარწმუნებს, რომ შენი შრომა ფასდება. სტუდენტებსა და აბიტურიენტებს ვურჩევდი, არასდროს დანებდნენ და ხელი არ ჩაიქნიონ, რადგან როგორი რთულიც  უნდა იყოს სწავლის პროცესი, ძალისხმევა აუცილებლად დაფასდება”, - ამბობს საბინა ფარაჯევა, ილიაუნის ბიზნესის ფაკულტეტის სტუდენტი საბანკო-საფინანსო განხრით.

თამთა თოდრაძე ბიზნეს ტექნოლოგიებისა და განათლების ფაკულტეტის მეოთხე კურსის სტუდენტია და ტურიზმის მიმართულებით სწავლობს. ამბობს, რომ საქართველოს ბანკის სტიპენდიამ თავდაჯერებულობა შემატა და სჯერა, მომავალში უფრო მეტს შეძლებს. 

„სტუდენტებსა და აბიტურიენტებს, პირველ რიგში, მოთმინებასა და გამბედაობას ვურჩევ. პატარა წარუმატებლობებს თქვენი ენთუზიაზმისა და მოტივაციის გაქრობის უფლება არ მისცეთ. განვითარებისთვის მნიშვნელოვანია არ გვერიდებოდეს კითხვების დასმა. პასიური მსმენელი ნუ იქნებით, გამოთქვით საკუთარი მოსაზრებები და აუცილებლად მიიღეთ მონაწილეობა დისკუსიებში”.

თორნიკე სურგულაძე ქალაქ ფოთიდანაა და ილიაუნიში მენეჯმენტის მიმართულებით სწავლობს. გარდა საკუთარი პროფესიისა, სპორტითაა დაინტერესებული და წყლის თხილამურების ფლობაში გარკვეულ წარმატებებსაც უკვე მიაღწია:

„საქართველოს ბანკის სტიპენდიით განაცხადის წაკითხვისთანავე დავინტერესდი. ეს არის შესაძლებლობა,  რომელიც მომავალში კიდევ უფრო მეტ წარმატებას მომიტანს. ვფიქრობ, ცხოვრებაც სპორტია, კონკურენციაა და მეც ამ მარათონის ნაწილი ვარ. მომავალ სტიპენდიატებს ვურჩევდი, მიზნებისაკენ წინსვლა არასდროს გადადონ სხვა დროისთვის. ყოველთვის გაბედეთ და გამოიყენეთ ყველა საგანმანათლებლო შესაძლებლობა, მიუხედავად იმისა, გჯერათ თუ არა წარმატების”.

„გამოწვევები ყოველთვის მიყვარდა და ვცდილობდი, არ შემეწყვიტა განვითარება. ვფიქრობ, რომ  სასტიპენდიო კონკურსშიც სწორედ დისციპლინა და ორგანიზებულობა დამეხმარა ყველაზე მეტად. სტიპენდიის მოპოვება ადვილი ნამდვილად არ ყოფილა. კონკურსში გამარჯვებამ მეტი წარმატების მიღწევის ამბიცია გამიჩინა. ვფიქრობ, მიზნებამდე მისასვლელ გზას ყოველთვის იპოვი, თუ არ ჩერდები და არ გეშინია წარუმატებლობის”, - ამბობს თორნიკე კირკიტაძე ბიზნეს-ადმინისტრირების ფაკულტეტის მესამე კურსის სტუდენტი.

ზაური ლაბარტყავა აბაშის რაიონიდანაა და ილიაუნიში მენეჯმენტს სწავლობს:

„ბევრი ყოყმანის და ფიქრის შემდეგ გადავწყვიტე მეცადა ბედი საქართველოს ბანკის სასტიპენდიო კონკურსში. მიხარია, რომ შიში დავძლიე და წარმატებასაც მივაღწიე. ყველას ვურჩევდი, რაც შეიძლება მეტ პროექტსა და ღონისძიებაში მიიღონ მონაწილეობა. არა უშავს თუ ხანდახან დავმარცხდებით, ნებისმიერი მცდელობა, წარმატებული თუ წარუმატებელი, გამოცდილებაა, რომელიც განვითარებასა და ზრდაში გვეხმარება”.

თუ არ გსურთ გაუშვათ ხელიდან სასურველ პროგრამაზე სწავლის დაფინანსების მიღების შესაძლებლობა, სტიპენდიისა და სხვა პროექტების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ ეწვიოთ ბმულს.

news banner
ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











მოსაზრება

quote

ჩვენი ამოცანაა, ბიზნეს სექტორის ინტერესების წარმოდგენა

საჭიროა, ამ დადგენილებების მოდიფიცირება ისეთი გზით, რომ არ დაზიანდეს არც ბიზნესის და არც სახელმწიფოს ინტერესები.

author სოსო ფხაკაძე

სხვა სიახლეები

ბიზნეს სიახლეები
image

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა