მთავარიბიზნესიეკონომიკატურიზმი
ფინანსებიჯანდაცვასპორტიყველა სიახლე
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნესმრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრებაპერსონალური ფინანსები
პოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიშაინენერჯი
flag
AMD 7022.7
-0.0128
flag
AZN 1.6174
-0.0012
flag
CNY 37.678
0.0001
flag
EUR 3.1249
-0.0025
flag
GBP 3.6389
-0.0123
flag
KZT 52.57
0.0004
flag
TRY 0.0721
-0.0001
flag
USD 2.7503
-0.002

დიდ დიღომში მასშტაბური პროექტის ნაწილს 2024 წლის ბოლოს დავასრულებთ, ბაზარზე კონკურენტული ფასი გავქვს - ინნ დეველოპმენტი

news image

დიდ დიღომში მასშტაბური პროექტის ნაწილს 2024 წლის ბოლოს დავასრულებთ, ბაზარზე კონკურენტული ფასი გავქვს, - ამის შესახებ Business Insuder Georgia-ს ინნ დეველოპმენტის გაყიდვების სამსახურის ხელმძღვანელმა თამარ კანთელაძემ განუცხადა. 

„ახლა ვახორციელებთ ყველაზე დიდ პროექტს დიდ დიღომში  დემეტრე თავდადებულის ქუჩაზე 40 ნომერში 15 ათას კვადრატულ მეტრზე მიმდინარეობს მშენებლობა. მშენებლობის პირველი ეტაპი სრულდება 2024 წლის ბოლოს, ხოლო მეორე ეტაპი 2025 წლის ბოლოს.

2024 წლის ბოლოს პირველი ორი კორპუსი დასრულდება, იქ უკვე სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს. ჩვენი ყველა პროექტი დასრულებულია. საქართველოს ბანკის დეველოპერი კომპანია ვართ და ყველაზე მნიშვნელოვანი აქცენტები, რაც შეიძლება ჩვენს მომხმარებელს აინტერესებდეს, არის ის, რომ ბაზარზე ჯანსაღი და კონკურენტული ფასით ვართ წარმოდგენილი“, - ამბობს თამარ კანთელაძე .

ინნ დეველოპმენტი სასტუმრო ბიზნესის შემდეგ დეველოპერულ ბაზარზე შემოვიდა.

კომპანიამ პირველი საცხოვრებელი სახლი ვაშლიჯვარში ააშენა. 

„პროექტი „რენესანსი“ დავასრულეთ და ექსპლუატაციაში მივიღეთ, სადაც ბინების 100% გაყიდულია. შემდეგი იყო ბაკურიანი ინნ, სადაც 200 აპარტამენტის მშენებლობა დავასრულეთ და გავყიდეთ. ეს პროექტი უკვე ექსპლუატაციაშია“, - ამბობს თამარ კანთელაძე.

რაც შეეხება კომპანიის კონკურენტულ უპირატესობას, როგორც ინნ დეველოპმენტის გაყიდვების სამსახურის ხელმძღვანელი ამბობს, კომპანიას აქვს შიდა უპროცენტო განვადება, პირველადი შენატანის გარეშე. „შიდა უპროცენტო განვადების დროს მხოლოდ ბინის ღირებულების 30%-ს ფარავენ, შემდეგ კი ჩვენი დახმარებით „საქართველოს ბანკის“ შიდა განვადების იპოთეკური სესხებით სარგებლობენ“, - ამბობს კომპანიის გაყიდვების სამსახურის ხელმძღვანელი.

news banner
ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











მოსაზრება

quote

ჩვენი ამოცანაა, ბიზნეს სექტორის ინტერესების წარმოდგენა

საჭიროა, ამ დადგენილებების მოდიფიცირება ისეთი გზით, რომ არ დაზიანდეს არც ბიზნესის და არც სახელმწიფოს ინტერესები.

author სოსო ფხაკაძე

სხვა სიახლეები

ბიზნეს სიახლეები
image

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა