მთავარიბიზნესიეკონომიკატურიზმი
ფინანსებიჯანდაცვასპორტიყველა სიახლე
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნესმრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრებაპერსონალური ფინანსები
პოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიშაინენერჯი
flag
AMD 7022.7
-0.0128
flag
AZN 1.6174
-0.0012
flag
CNY 37.678
0.0001
flag
EUR 3.1249
-0.0025
flag
GBP 3.6389
-0.0123
flag
KZT 52.57
0.0004
flag
TRY 0.0721
-0.0001
flag
USD 2.7503
-0.002

დევნილებისთვის საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების პროცესი აქტიურად გრძელდება

news image

აქტიურად გრძელდება საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების ხელშეწყობის პროცესი დევნილი მოსახლეობისთვის. მთავრობის მორიგი გადაწყვეტილებით, სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო კიდევ 220 დევნილ ოჯახს საკუთრებაში გადაცემს საცხოვრებელ ფართებს საქართველოს სხვადასხვა ქალაქში და მუნიციპალიტეტში, მათ შორის თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, რუსთავში, მცხეთაში, გორში, ხაშურში, ხონში, წყალტუბოში, გარდაბანში, ბოლნისში, თეთრიწყაროში, წალენჯიხაში, ფოთში, ზუგდიდში, აბაშასა და სენაკში - ჯამში ეს არის 239 ერთეული ქონება, რომელიც დევნილ ოჯახებს საკუთრებაში დაუკანონდებათ. გარდა ამისა, ბინათმესაკუთრეთა სამ ამხანაგობას, რომლებიც 469 დევნილ ოჯახს ( 1435 ადამიანს) აერთიანებს, თბილისში გადაეცემათ და დაუკანონდებათ საერთო სარგებლობაში არსებული ფართები (სხვენები, სარდაფები და ა.შ.), რომლებსაც არაკომერციულად, სხვადასხვა საჭიროებისთვის წლების განმავლობაში იყენებდნენ, მაგრამ ამ დრომდე არ ჰქონდათ საკუთრებაში დარეგისტრირებული. გადასაცემ ქონებებზე შუამდგომლობა წარმოადგინა დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ, შესაბამისად, ამ ოჯახების საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების ხელშეწყობისთვის, საქართველოს მთავრობამ, ეკონომიკის სამინისტროს ინიცირებით, კანონით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, გამოხატა კეთილი ნება და მიიღო გადაწყვეტილება, რომ ეს საცხოვრებელი ფართები და მიწის ნაკვეთები, საკუთრების უფლებით დაუკანონდეთ მათ ფაქტობრივ მფლობელებს.

news banner
ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











მოსაზრება

quote

ჩვენი ამოცანაა, ბიზნეს სექტორის ინტერესების წარმოდგენა

საჭიროა, ამ დადგენილებების მოდიფიცირება ისეთი გზით, რომ არ დაზიანდეს არც ბიზნესის და არც სახელმწიფოს ინტერესები.

author სოსო ფხაკაძე

სხვა სიახლეები

ბიზნეს სიახლეები
image

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა