მთავარიბიზნესიეკონომიკატურიზმი
ფინანსებიჯანდაცვასპორტიყველა სიახლე
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნესმრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრებაპერსონალური ფინანსები
პოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიშაინენერჯი
flag
AMD 7022.7
-0.0128
flag
AZN 1.6174
-0.0012
flag
CNY 37.678
0.0001
flag
EUR 3.1249
-0.0025
flag
GBP 3.6389
-0.0123
flag
KZT 52.57
0.0004
flag
TRY 0.0721
-0.0001
flag
USD 2.7503
-0.002

დესერტების ბრენდი Mon Nuage ბიზნესს აფართოებს

news image

მუსის დესერტებისა და სხვადასხვა გამორჩეული დიზაინის ტორტების მაღაზია Mon Nuage უახლოეს მომავალში თბილისში კიდევ ერთ მაღაზიას გახსნის, სადაც მომხმარებელს ექნება საშუალება სხვადასხვა პროდუქტი ადგილზე დააგემოვნოს.

დესერტების მაღაზიის PR მენეჯერმა მაკა დვალმა Business Insider Georgia-ს განუცხადა, რომ 2024 წლისთვის ბევრი ახალი და საინტერესო გეგმები აქვთ.

„ჩვენი სურვილია, მომხმარებლებს ახალი, საინტერესო პროდუქტები შევთავაზოთ“, - ამბობს Mon Nuage-ის PR მენეჯერი.

ამ დროისთვის ბრენდის ერთად-ერთი მაღაზია თბილისში, ალექსანდრე დიუმას 14-ში მდებარეობს და მომხმარებელს ონლაინ მომსახურებას სთავაზობს. შესაძლებელია დესერტების ადგილზე შეძენაც.

გასული წლის მთავარ წარმატებად ბრენდის წარმომადგენლები უნიკალური და ინდივიდუალურ ფორმების შექმნას ასახელებენ, მათ შორისაა ქვევრი, ჩიჩილაკი და ა.შ. Mon Nuage-ის პროდუქტებიდან 2023 წელს ყველაზე მოთხოვნადი და პოპულარული 3D ტორტები იყო.

დესერტების ბრენდი ბაზარზე 2022 წლის აგვისტოში გამოჩნდა და მას შემდეგ მომხმარებელს გამორჩეული დიზაინის მქონდე ტორტებს სთავაზობს.

„ჩვენს დესერტებს, გემოსთან ერთად, ვიზუალური მომხიბვლელობა გამოარჩევს. დესერტების მომზადებას რამდენიმე საათი სჭირდება. რა თქმა უნდა, მომხმარებლის სურვილის მაქსიმალურად ვითვალისწინებთ. ვამზადებთ მათთვის საინტერესო დიზაინში და ვიღებთ მათთვის სასურველ გემოებს“, - ამბობს მაღაზიის PR მენეჯერი.

Mon Nuage ამ დროისთვის ათამდე ადამიანს ასაქმებს.

news banner
ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











მოსაზრება

quote

ჩვენი ამოცანაა, ბიზნეს სექტორის ინტერესების წარმოდგენა

საჭიროა, ამ დადგენილებების მოდიფიცირება ისეთი გზით, რომ არ დაზიანდეს არც ბიზნესის და არც სახელმწიფოს ინტერესები.

author სოსო ფხაკაძე

სხვა სიახლეები

ბიზნეს სიახლეები
image

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა