მთავარიბიზნესიეკონომიკატურიზმი
ფინანსებიჯანდაცვასპორტიყველა სიახლე
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნესმრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრებაპერსონალური ფინანსები
პოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიშაინენერჯი
flag
AMD 7022.7
-0.0128
flag
AZN 1.6174
-0.0012
flag
CNY 37.678
0.0001
flag
EUR 3.1249
-0.0025
flag
GBP 3.6389
-0.0123
flag
KZT 52.57
0.0004
flag
TRY 0.0721
-0.0001
flag
USD 2.7503
-0.002

„დეილი“ საქართველოს უმსხვილესი სუპარმარკეტების ქსელი ხდება - კომპანია „რითეილ ინვესთმენთს“ ყიდულობს, რომელიც ბაზარზე „მაგნიტის“ ბრენდით ოპერირებს

news image

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ (GCCA) FMCG და სასმელების წარმოების ბაზარზე კონცენტრაციებზე თანხმობა გასცა. კერძოდ, ერთ შემთხვევაში საკითხი ეხება  - შპს „დეილის“ მიერ შპს „რითეილ ინვესთმენთის“100%-იანი წილის შეძენას, ხოლო მეორე მეორე შემთხვევაში - შპს „დეილის“ მიერ სს „ქართული ლუდის კომპანიის“ აქციების 100%-ის შეძენის გზით განსახორციელებელ კონცენტრაციას.

ანუ „დეილი“ სუპერმარკეტების ქსელის „მაგნიტის“ მფლობელი ხდება, რომელიც კომპანია „რითეილინვესთმენთის“ ბრენდია.

როგორც კონკურენციის სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია განმარტებული, შპს „დეილის“ მიერ შპს „რითეილ ინვესთმენთის“ კონცენტრაციასთან დაკავშირებით,  GCCA-ის მიერ მიღებული ინფორმაციის ანალიზის შედეგად დადგინდა, 2023 წელს, FMCG ბაზრის საცალო დონეზე, ქვეყნის მასშტაბით, ეკონომიკურ საქმიანობას ახორციელებდა 12 000-მდე კომპანია. ბაზრის სრული მოცულობა შეადგენდა 11,983 მლრდ. ლარს. განსახილველი კონცენტრაციების განხორციელებამდე ბაზრის ყველაზე მსხვილი მონაწილის წილი არ აღემატებოდა 13%-ს.

არსებული მდგომარეობით, ბაზრის კონცენტრაციის ინდექსი (HHI) შეადგენს 461 ერთეულს, რომელიც კონცენტრაციის განხორციელების შედეგად იზრდება 581 ერთეულამდე. შესაბამისად, სააგენტოს შეფასებით, ბაზარი დაბალკონცენტრირებულია და განსახორციელებელი კონცენტრაციის შედეგად კონცენტრაციის ინდექსის არსებით ცვლილებას ადგილი არ აქვს.

 

news banner
ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











მოსაზრება

quote

ჩვენი ამოცანაა, ბიზნეს სექტორის ინტერესების წარმოდგენა

საჭიროა, ამ დადგენილებების მოდიფიცირება ისეთი გზით, რომ არ დაზიანდეს არც ბიზნესის და არც სახელმწიფოს ინტერესები.

author სოსო ფხაკაძე

სხვა სიახლეები

ბიზნეს სიახლეები
image

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა