მთავარიბიზნესიეკონომიკატურიზმი
ფინანსებიჯანდაცვასპორტიყველა სიახლე
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნესმრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრებაპერსონალური ფინანსები
პოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიშაინენერჯი
flag
AMD 7022.7
-0.0128
flag
AZN 1.6174
-0.0012
flag
CNY 37.678
0.0001
flag
EUR 3.1249
-0.0025
flag
GBP 3.6389
-0.0123
flag
KZT 52.57
0.0004
flag
TRY 0.0721
-0.0001
flag
USD 2.7503
-0.002

დავაკვირდებით სატარიფო პოლიტიკას და ამის მიხედვით ვიმსჯელებთ უკრაინიდან ხორბლის შემოტანაზე - ლევან სილაგავა

news image

უკრაინასა და საქართველოს შორის საბორნე მიმოსვლის აღდგენა იგეგმება, რომელიც 2022 წლის თებერვალში უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ იყო შეჩერებული.

ბიზნესი უკრაინა-საქართველოს შორის საბორნე მიმოსვლის აღდგენას მიესალმება და იმედი აქვს, რომ ურთიერთობები ამ ორ ქვეყანას შორის ისევ გამყარდება.

„ძალიან მნიშვნელოვანია თუ უკრაინასა და საქართველოს შორის საბორნე მიმოსვლა აღდგება, რომელიც 2 წლის განმავლობაში იყო შეწყვეტილი. შესაბამისად იმ პროდუქციის, რომელიც აქტიურად გადაიზიდებოდა საქართველოდან უკრაინაში და უკრაინიდან საქართველოში ისევ შესაძლებელია, რომ ეს მიმოცვლა აღდგეს. რაც შეეხება ხორბალთან მიმართებაში, ჩვენ დავაკვირდებით სატარიფო პოლიტიკას და ამის მიხედვით ვიმსჯელებთ ხორბლის შემოტანაზე. უნდა აღინიშნოს, რომ უკრაინული ინვესტიცია ამ სექტორში უკვე ჩადებულია. ამუშავდა წისქვილკომბინატი ქუთაისის ინდუსტრიულ ზონაში, რომელიც საკმაოდ მაღალი ტექნოლოგიებითაა აღჭურვილი და ის ახლო მომავალში აქტიურად ჩაერთვება, როგორც ადგილობრივი ბაზრის მომსახურებაში, ასევე ექსპორტის მიმართულებითაც.

ჩვენ მივესალმებით უკრაინასა და საქართველოს შორის ყველა სახის ურთიერთობების გააქტიურებას, მათ შორის ბიზნესის კუთხით“, - აღნიშნა Business Insider Georgia-სთან მწარმოებელთა ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან სილაგავამ.

უკრაინული მედიის ინფორმაციით, კომპანია Ukrferry-ი პირველ რეისს ჩერნომორსკის პორტიდან (ოდესის ოლქი) 9 ივლისს შეასრულებს.

გემის გამოსვლა უკრაინული პორტიდან ასევე დაგეგმილია 16, 23 და 30 ივლისს. ხოლო ბათუმიდან - 13, 20 და 27 ივლისს. მგზავრობის დრო, შესაბამისად, 60 და 69 საათი იქნება

უკრაინასა და საქართველოს შორის საბორნე მარშრუტზე რეისებს 1987 წელს გერმანიაში აგებული საავტომობილო/ სარკინიგზო/ სამგზავრო ბორანი Kaunas-ი შეასრულებს, რომელიც Lloyd-ის საკლასიფიკაციო ზედამხედველობის ქვეშაა.

ბორნის სიგრძე 190 მეტრი, ხოლო სიგანე 28 მეტრია. მის ორ სატვირთო გემბანზე ერთდროულად შესაძლებელია 49 უნივერსალური სარკინიგზო ვაგონისა და 50 სატვირთო ავტომობილის განთავსება. ბორანი ასევე 250 მგზავრის გადაყვანასაც შეძლებს.

რაც შეეხება უკრაინა-საქართველოს სავაჭრო ურთიერთობებს უკრაინაში ომის გამო შემცირდა, თუმცა მიმდინარე წელს უკვე ზრდა დაიწყო. 2024 წლის იანვარ-მაისში უკრაინაში ექსპორტი 21%-ითაა გაზრდილი. საქსტატის ინფორმაციით, მიმდინარე წლის 4 თვეში საქართველომ უკრაინაში 48,186.82 ათასი დოლარის ღირებულების პროდუქცია შეიტანა, ხოლო 2023 წლის ანალოგიურ პერიოდში კი 39,964.00 ათასი დოლარის.

რაც შეეხება იმპორტს, აქ 18%-იანი კლებაა. 2024 წლის იანვარ-მაისი საქართველომ უკრაინიდან 96,056.60 ათასი დოლარის პროდუქცია  იყიდა ხოლო 2023 წლის ანალოგიურ პერიოდში კი 116,759.50 ათასი დოლარის.

TOP-3 პროდუქტი, რასაც საქართველო უკრაინაში ყიდის:

  • ეთილის სპირტი არადენატურირებული, სპირტის კონცენტრაციით 80 მოც.%-ზე ნაკლები, სპირტიანი სასმელები
  • მინერალური და მტკნარი წყლები
  • ფეროშენადნობები

TOP-3 პროდუქტი, რასაც საქართველო უკრაინიდან ყიდულობს:

  • შოკოლადი და კაკაოს შემცველი კვების სხვა მზა პროდუქტები
  • პური, ფქვილოვანი საკონდიტრო ნაწარმი, შაქარლამა, ნამცხვარი და სხვა პურფუნთუშეული
  • კოპტონი და სხვა მყარი ნარჩენები, მიღებული სოიოს ზეთის ექსტრაჰირებისას
news banner
ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











მოსაზრება

quote

ჩვენი ამოცანაა, ბიზნეს სექტორის ინტერესების წარმოდგენა

საჭიროა, ამ დადგენილებების მოდიფიცირება ისეთი გზით, რომ არ დაზიანდეს არც ბიზნესის და არც სახელმწიფოს ინტერესები.

author სოსო ფხაკაძე

სხვა სიახლეები

ბიზნეს სიახლეები
image

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა