მთავარიბიზნესიეკონომიკატურიზმი
ფინანსებიჯანდაცვასპორტიყველა სიახლე
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნესმრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრებაპერსონალური ფინანსები
პოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიშაინენერჯი
flag
AMD 7022.7
-0.0128
flag
AZN 1.6174
-0.0012
flag
CNY 37.678
0.0001
flag
EUR 3.1249
-0.0025
flag
GBP 3.6389
-0.0123
flag
KZT 52.57
0.0004
flag
TRY 0.0721
-0.0001
flag
USD 2.7503
-0.002

დაფინანსდა 11,000 - მდე პროექტი, ჯამურად 60,000-ზე მეტი სამუშაო ადგილი შეიქმნა - სააგენტო „აწარმოე საქართველოში“

news image

სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ მიზანია, სამეწარმეო გარემოს გაუმჯობესება, ქართული ნაწარმის ექსპორტის ხელშეწყობა და უცხოური ინვესტიციების მოზიდვა. აღნიშნულის მისაღწევად სააგენტო ახორციელებს არაერთ პროექტს, რომელიც ხელს უწყობს ფინანსების ხელმისაწვდომობას და ტექნიკური დახმარებით კომპანიების კონკურენტუნარიანობის ზრდას, -  ამის შესახებ სააგენტოს დირექტორმა მიხეილ ხიდურელმა განაცხადა.

პროგრამების ეკონომიკური ზეგავლენის ანგარიში  საშუალებას აძლევს სააგენტოს, ეფექტურად შეაფასოს თავისი როლი ბიზნესის განვითარების ხელშეწყობის მიმართულებით - რა კომპონენტში და რა ტიპის სერვისის მიწოდება სჭირდება კერძო სექტორს, იმისთვის, რომ ეს მიგნებები სააგენტოს პროექტებში სამომავლოდ იყოს გათვალისწინებული.

დაარსების დღიდან, 10 წლის განმავლობაში სააგენტოს მიერ დაფინანსდა 11,000 - მდე პროექტი, ხოლო ჯამურად 60,000-ზე მეტი სამუშაო ადგილი შეიქმნა. განსაკუთრებით აღსანიშნავია „აწარმოე საქართველოში“ სესხის პროცენტის სუბსიდირების ეფექტი - სააგენტოს მიერ გაცემულ 1 ლარზე, ბენეფიციარებმა დამატებით 14 ლარის შემოსავალი დააგენერირეს. მთლიან შიდა პროდუქტში კი, 1 ლარის კონტრიბუცია 4.2 ლარს შეადგენს. 

სააგენტოს მხარდაჭერით, ქართველი ექსპორტიორები უფრო მეტ საერთაშორისო ბაზარზე არიან წარმოდგენილნი, კომპანიებმა მოახერხეს ბაზრების და პროდუქციის დივერსიფიკაცია და ჯამური საექსპორტო ღირებულების ზრდა.

მთავარი ტენდენცია, რაც ანგარიშში გამოიკვეთა ისაა, რომ სააგენტოს ბენეფიციარებმა ხაზი გაუსვეს პროგრამის მხარდაჭერის მნიშვნელობას და აღნიშნეს, რომ საკუთარი პროექტის განხორციელებას ან საერთოდ ვერ შეძლებდნენ, ან შეძლებდნენ რამდენიმე წლის დაგვიანებით.  

ანგარიში ათასამდე ბენეფიციარის გამოკითხვის შედეგად მიღებულ პასუხებზე დაყრდნობით მომზადდა. გამოკითხულთა შორის იყვნენ  მიკროგრანტების, ექსპორტის მიმართულების და სესხის პროცენტის თანადაფინანსებისა და საკრედიტო-საგარანტიო მექანიზმის ბენეფიციარები.

10 ივლისს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ეკონომიკური ზეგავლენის ანგარიშის პრეზენტაცია გაიმართა, რომლის დროსაც წარმოდგენილი იყო სააგენტოს პროგრამების გავლენის შეფასების შედეგები, რომლებიც ბენეფიციარების ფინანსურ და ეკონომიკურ ანალიზს დაეყრდნო. პრეზენტაციას დაესწრო ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი. 

ანგარიშს ასევე დაესწრნენ აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების, საფინანსო ინსტიტუტების და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

პრეზენტაცია სააგენტოს დირექტორმა მიხეილ ხიდურელმა წარადგინა.  

news banner
ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











მოსაზრება

quote

ჩვენი ამოცანაა, ბიზნეს სექტორის ინტერესების წარმოდგენა

საჭიროა, ამ დადგენილებების მოდიფიცირება ისეთი გზით, რომ არ დაზიანდეს არც ბიზნესის და არც სახელმწიფოს ინტერესები.

author სოსო ფხაკაძე

სხვა სიახლეები

ბიზნეს სიახლეები
image

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა