მთავარიბიზნესიეკონომიკატურიზმი
ფინანსებიჯანდაცვასპორტიყველა სიახლე
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნესმრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრებაპერსონალური ფინანსები
პოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიშაინენერჯი
flag
AMD 7022.7
-0.0128
flag
AZN 1.6174
-0.0012
flag
CNY 37.678
0.0001
flag
EUR 3.1249
-0.0025
flag
GBP 3.6389
-0.0123
flag
KZT 52.57
0.0004
flag
TRY 0.0721
-0.0001
flag
USD 2.7503
-0.002

Cottage Mtachy - ყაზბეგში კოტეჯების ბიზნესში ახალი ბრენდი შევიდა

news image

მთაში, კერძოდ, ყაზბეგში დასვენების მსურველებს Cottage Mtachy მაღალი დონისა და სტანდარტთან სრულად შესაბამის სერვისს სთავაზობს. Cottage Mtachy დაბა სტეფანწმინდაში სულ რამდენიმე დღის წინ გაიხსნა და კომფორტული დასვენებისთვის ყველა პირობას აკმაყოფილებს.

როგორც ბრენდის დამფუძნებელი, Cottage Mtachy-ის ხელმძღვანელი დავით ალიბეგაშვილი Business Insider Georgia- თან ამბობს, მიზნად ისახავს  ტურისტულ ბიზნესში შესვლა და პოზიციის გამყარებას, რაც ყაზბეგის პოტენციალის უკეთ წარმოჩენას შეუწყობს ხელს და მთაში დასვენების მსურველებს მაღალი ხარისხის სერვისს შესთავაზებს.

,,ყაზბეგში ტურისტების სიმრავლე ყოველთვის იგრძნობა. აქედან გამომდინარე, კოტეჯებზე მოთხოვნა მუდმივად არის, ამიტომ გადავწყვიტეთ ამ სეგმენტში შემოსვლა, რომ მაქსიმალურად კომფორტული გარემო და დასვენების საუკეთესო პირობები შევქმნათ მომხმარებლებისთვის. სერვისთან ერთად,  გამოგვარჩევს ულამაზესი ხედი და მდებარეობა. სახელწოდებად Mtachy (მთაჩი) შეგნებულად ავიღეთ, რითაც ხაზი გავუსვით მოხევურ დიალექტს ანუ როგორც მოხევეები იტყვიან, ეს არის კოტეჯი მთაჩი, რომელიც კარგ და დაუვიწყარ დასვენებას ჰპირდება ნებისმიერს, ვინც გადაწყვეტს, რომ დასვენების დღეები ჩვენთან გაატარონ და დადებითი ემოცია დააგროვონ“, - ამბობს დავით ალიბეგაშვილი.

როგორც კოტეჯის ხელმძღვანელი აღნიშნავს, მოლოდინი ძალიან პოზიტიურია და მაქსიმალურად შეეცდებიან, რომ სეზონის განმავლობაში ტურისტების მხრიდან დიდი ინტერესი და ნდობა მოიპოვონ. დათო ალიბეგაშვილის თქმით, მოთხოვნა ყაზბეგში ყოველთვის არის, შეიძლება ტურისტული სეზონი დიდი აქტიურობით არ გამოირჩეოდეს, მაგრამ იქაურობა ცარიელი  არასდროს არ არის.

ამ ეტაპზე კი, მეტი საბაბია, ვიზიტორებმა  მთაში დასვენებაზე გააკეთონ არჩევანი და უნიკალური ბუნებით დატკბნენ, რის შესაძლებლობასაც ყაზბეგი იძლევა.

Cottage Mtachy ამ ეტაპზე ერთი კოტეჯით არის წარმოდგენილი. თუმცა მდგრად განვითარებას აგრძელებს და მომავალ სეზონზე, სავარაუდოდ, 2024 წლის გაზაფხულზე,  2 კოტეჯი დაემატება.

news banner
ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











მოსაზრება

quote

ჩვენი ამოცანაა, ბიზნეს სექტორის ინტერესების წარმოდგენა

საჭიროა, ამ დადგენილებების მოდიფიცირება ისეთი გზით, რომ არ დაზიანდეს არც ბიზნესის და არც სახელმწიფოს ინტერესები.

author სოსო ფხაკაძე

სხვა სიახლეები

ბიზნეს სიახლეები
image

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა