დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ComCom-მა ტექნიკურ უნივერსიტეტში MVNO-ს შესახებ ლექცია ჩაატარა

ComCom-მა ტექნიკურ უნივერსიტეტში MVNO-ს შესახებ ლექცია ჩაატარა

11-03-2024 13:39:00

ComCom-ის ორგანიზებით, კომუნიკაციების კომისიის წევრმა, ეკატერინე იმედაძემ, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის 100-ზე მეტი სტუდენტისთვის, მობილური ვირტუალური ქსელის ოპერატორისა (MVNO) და ტელეკომ ბაზრის გახსნის შესახებ საჯარო ლექცია ჩაატარა, რომელიც მიზნად სატელეკომუნიკაციო სფეროს შესახებ ახალგაზრდების ინფორმირებას ისახავდა. 

ლექციის ფარგლებში, მონაწილეები გაეცნენ მობილური მომსახურების როგორც ტრადიციული, ისე ახალი მოდელის ოპერატორების ფუნქციონირებას, მობილური ქსელის ოპერატორსა (MNO) და მობილური ვირტუალური ქსელის ოპერატორს (MVNO) შორის არსებულ განსხვავებებს, ასევე, მსოფლიო მაგალითებსა და ტენდენციებზე დაყრდნობით, MVNO-ს შესაძლებლობებსა და დადებით მხარეებს. გარდა ამისა, შეხვედრაზე განიხილებოდა თუ რა მდგომარეობაა ამ მიმართულებით ქართულ ტელეკომ ბაზარზე და რა როლი აქვს კომუნიკაციების კომისიას ქვეყანაში სატელეკომუნიკაციო სფეროს განვითარების თვალსაზრისით.

შეგახსენებთ, რომ მობილური ვირტუალური ქსელის ოპერატორი არის ისეთი ტიპის ოპერატორი, რომელსაც არ გააჩნია საკუთარი ინფრასტრუქტურა და სხვა ქსელის გამოყენებით, მომხმარებელს მათზე მორგებულ, ნიშურ მომსახურებას სთავაზობს. MVNO-ს ქართულ ბაზარზე დაშვება, ტელეკომ ბაზრის გახსნის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კომპონენტია, რაც ბარიერების მოხსნის და კონკურენციის გაუმჯობესების წინაპირობაა. აღნიშნული კი, თავის მხრივ, მომხმარებლისთვის მეტად ხელმისაწვდომი და მრავალფეროვანი შეთავაზებების შექმნას უზრუნველყოფს.

 

სატელეკომუნიკაციო სფეროსა და თანამედროვე ტექნოლოგიების შესახებ, ComCom-ის საინფორმაციო შეხვედრები მომავალში საქართველოს სხვა უნივერსიტეტებშიც გაგრძელდება.

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები