მთავარიბიზნესიეკონომიკატურიზმი
ფინანსებიჯანდაცვასპორტიყველა სიახლე
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნესმრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრებაპერსონალური ფინანსები
პოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიშაინენერჯი
flag
AMD 7022.7
-0.0128
flag
AZN 1.6174
-0.0012
flag
CNY 37.678
0.0001
flag
EUR 3.1249
-0.0025
flag
GBP 3.6389
-0.0123
flag
KZT 52.57
0.0004
flag
TRY 0.0721
-0.0001
flag
USD 2.7503
-0.002

ჩვენთან ,,რთველი-2023“ ოქტომბერშიც გრძელდება - ,,ძმები ხუციშვილების მარანი"

news image

,,ძმები ხუციშვილების მარანში"  შემოდგომა განსაკუთრებით აქტიური სეზონია. როგორც კომპანიიდან Business Insider georgia- ს აცნობეს, შემოდგომასთან დაკავშირებით მომხმარებლებს სთავაზობენ უმაღლესი დონის მასტერკლასებს, რაზეც აქტიური მოთხოვნაა როგორც ადგილობრივების, ასევე უცხოელი ტურისტების მხრიდან. კომპანიის თანადამფუძნებელი გიორგი ხუციშვილი ამბობს, რომ კახური ტრადიციული მეღვინეობა დიდ ინტერესს იწვევს, ხოლო მასტერკლასებში მონაწილეობით ადამიანებს ეძლევათ შესაძლებლობა, უშუალოდ ჩაერთონ პროცესში, რაც შემოდგომის ოქროსფერი სეზონისთვის არის დამახასიათებელი.

,,გვაქვს თითქმის ყველა სერვისი, რაც დაკავშირებულია რთველთან, როგორიცაა  ყურძნის კრეფა და საწნახელში დაწურვა, მარნის ტური,  სხვადასხვა სახეობის ჭაჭის და ღვინის დეგუსტაცია, კულინარიული მასტერკლასები, კახური ვახშამი და ფოლკლორული საღამო. მასტერკლასში მონაწილეებს ვაასწავლით, როგორც ამოავლონ ჩურჩხელა, დაამზადონ ხინკალი და დაწურონ ღვინო საწნახელში. ეს ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ კახური მეღვინეობა და რთველთან დაკავშირებული ტრადიცია უკეთ გაიცნოს ხალხმა. ადგილობრივ ტურისტებთან ერთად, სეზონის განმავლობაში ბევრი გვეწვია მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან, მათ შორის ევროპიდან, იაპონიიდან, კორეადან და სხვა. შეკვეთებს ამ ეტაპოზეც ვიღებთ. გვახარებს ფაქტი, რომ ჩვენი წარმოებით ძალიან ბევრი ადამიანი დავაინტერესეთ. გვინდა, რომ  ყველასთვის, ვინც გვსტუმრობს,  დაუვიწყარი გავხადოთ რთვლის სეზონი და ჩვენთან ერთად გაამრავალფეროვნონ შემოდგომის დღეები", - ამბობს გიორგი ხუციშვილი.

ღვინის ბრენდი Brothers Khutsishvili Wine Cellar / ძმები ხუციშვილების ღვინის მარანი  ქართულ ბაზარზე 2015 წელს გამოჩნდა. კომპანია რამდენიმე დასახელების ქვევრის ღვინოს აწარმოებს, მათ შორის - საფერავს, რქაწითელსა და ქისს.

„ძმები ხუციშვილების მარანში“ ღვინის დაყენების ოჯახური ტრადიცია ორ საუკუნეზე მეტს ითვლის გიორგი და გელა ხუციშვილების თავდაუზოგავი შრომისა და წინაპართაგან ნაბოძები ვაზის მოვლისადმი უდიდესი სიყვარულის შედეგად წარმოებული ,,ღვთიური სასმელი" გასცდა საქართველოს ფარგლებს და ხელმისაწვდომი გახდა ამერიკელი და ევროპელი მომხმარებლისთვის.

news banner
ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











მოსაზრება

quote

ჩვენი ამოცანაა, ბიზნეს სექტორის ინტერესების წარმოდგენა

საჭიროა, ამ დადგენილებების მოდიფიცირება ისეთი გზით, რომ არ დაზიანდეს არც ბიზნესის და არც სახელმწიფოს ინტერესები.

author სოსო ფხაკაძე

სხვა სიახლეები

ბიზნეს სიახლეები
image

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა