ჩვენი მრავალფუნქციური საცხოვრებელი პროექტები 15-წუთიანი ქალაქის კონცეფციაზეა აგებული, ჯამური საინვესტიციო ღირებულება $340 მლნ-ია - ,,ბიოგრაფი ლივინგი“
,,ბიოგრაფი ლივინგის“ მიზანია, სავაჭრო ცენტრები, სპორტული დარბაზები, კაფე-ბარები, ჰიპერმარკეტები, რეკრეაციული ზონები ყველა უბნისთვის იყოს მარტივად ხელმისაწვდომი და ამისთვის შორ გზაზე გადაადგილება აღარ დაგჭირდეთ, - ამის შესახებ Business Insider Georgia-ს კომპანიაში განუცხადეს.
სანაცვლოდ, შეგიძლიათ, დაზოგილი დრო და ენერგია უფრო მნიშვნელოვან საქმეს მოახმაროთ. ასევე აღსანიშნავია რომ პროექტების ეკოსისტემას პრემიალური ბრენდები შექმნიან, როგორიცაა: ,,ოკტოპუსის” ფიტნეს დარბაზი და საცურაო აუზი, “გასტრონომის” ჰიპერმარკეტი, რესტორანი ,,პოლი”, ,,დანკინი”, ,,მრჩეველის ლაბორატორია”, სოლო ლაუნჯი და ა.შ.
„ჩვენი კონცეფცია - მცხოვრებისთვის მაქსიმალური კომფორტის შექმნას გულისხმობს, რათა მას მაქსიმალურად ახლოს ჰქონდეს ყველა ის პროდუქტი და სერვისი, რომელიც მას ყოველდღიურად სჭირდება“, - აცხადებენ კომპანიაში.
,,ბიოგრაფი ლივინგი” 2023 წლიდან გამოჩნდა დეველოპერულ ბაზარზე და ამ ეტაპზე წარმოდგენილია 4 მრავალფუნქციური საცხოვრებელი პროეტით: საკენი - ვაჟა ფშაველას გამზირზე; მატიანი - წერეთლის წამზირზე; შანტანი - მაიაკოვსკის ქუჩაზე, მუშთაიდის პარკის წინ. აპრილიდან კი გაეშვა ახალი მასშტაბური პროექტი ჰისნი, რომელიც ქ. დედოფლის გამზირზე მდებარეობს. პროექტების ჯამური საინვესტიციო ღირებულება $340 მლნ-ია.
რკო
ახალი კოლექცია
დღის ტოპ 10 სიახლე
მოსაზრება
ჩვენი ამოცანაა, ბიზნეს სექტორის ინტერესების წარმოდგენა
საჭიროა, ამ დადგენილებების მოდიფიცირება ისეთი გზით, რომ არ დაზიანდეს არც ბიზნესის და არც სახელმწიფოს ინტერესები.
სხვა სიახლეები