დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ჩვენი მიზანია, ხელმისაწვდომი იყოს მაღალი ხარისხის სამედიცინო მომსახურება და გაიაფდეს წამლები - ილია ღუდუშაური

ჩვენი მიზანია, ხელმისაწვდომი იყოს მაღალი ხარისხის სამედიცინო მომსახურება და გაიაფდეს წამლები - ილია ღუდუშაური

21-12-2023 16:00:00

ჯანდაცვის სამინისტროს გაზრდილი ბიუჯეტის ფარგლებში მომავალ წელს გაფართოვდება უკვე არსებული და ამოქმედდება ახალი პროგრამები - ამის შესახებ Business Insider Georgia-ს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ ილია ღუდუშაურმა განუცხადა. მისივე თქმით, 2024 წელს ჯანდაცვის სამინისტროს ერთ-ერთი ამოცანა  ფარმაცევტულ და ჰოსპიტალურ სექტროში, მოსახლეობის ჯიბიდან გადახდების შემცირება იქნება.

ილია ღუდუშაურის განცხადებით, სამინისტროს ამოცანები და პრიორიტეტები მომავალ წელსაც უცვლელია - უწყების მიზანია თითოეული ბენეფიციარისთვის, მაქსიმალურად მაღალი ხარისხის სამედიცინო მომსახურებასა და მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობა უზრუნველყოს.

2024 წელს, ჯანდაცვის სამინისტროს ბიუჯეტი  7 800 000 000 ლარით განისაზღვrა. ეს საშუალებას გვაძლევს, გავაგრძელოთ ის რეფორმები, რომლებსაც ბოლო 2 წლის განმავლობაში, აქტიურად ვახორციელებთ და შევასრულოთ ჩვენი მთავარი ამოცანები. გაზრდილი ბიუჯეტის ფარგლებში, გაფართოვდება უკვე არსებული და ამოქმედდება ახალი პროგრამები. ეს შეეხება როგორ ჯანდაცვის, ისე სოციალურ მიმართულებას. ბოლო 2 წლის განმავლობაში განხორციელებულ რეფორმებს, მომდევნო წელსაც აქტიურად გავაგრძელებთ, რადგან ჩვენი პრიორიტეტი და მიზანია ქვეყანაში ხელმისაწვდომი იყოს მაღალი ხარისხის სამედიცინო მომსახურება, გაიაფდეს წამლები და უზრუნველვყოთ ქვეყანაში მაღალი ხარისხის მედიკამენტების მიმოქცევა“, - აცხადებს მინისტრის მოადგილე.

ავტორი:

სოფო ბერიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები