დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ჩვენი ინვესტიციების  50%-ზე მეტი იხარჯება წყალმომარაგების ქსელებისა და წყლის მიწოდების გაუმჯობესებაზე - ჯივიპის გენერალური დირექტორი

ჩვენი ინვესტიციების  50%-ზე მეტი იხარჯება წყალმომარაგების ქსელებისა და წყლის მიწოდების გაუმჯობესებაზე - ჯივიპის გენერალური დირექტორი

27-09-2024 13:30:00

წელს უპრეცედენტო ინვესტიცია განახორციელა კომპანიამ 148 მილიონი ლარის ოდენობით, მსგავსი კაპიტალდაბანდება მანამდე არ მომხდარა, - ამის შესახებ - ჯივიპის გენერალურმა დირექტორმა ხოსე მიგელ სანტოს გონზალეზმა განაცხადა.

მისი განცხადებით, ეს ინვესტიციები მოიცავს სხვადასხვა მიმართულებას, რომელიც მიმართულია უწყვეტი წყალმომარაგების გაუმჯობესებისაკენ და ქსელის რეაბილიტაციისკენ.

„თანხის 50%-ზე მეტი იხარჯება წყალმომარაგების ქსელების მიმართულებით, რაც გულისხმობს სატუმბი სადგურების განახლებას, გაუმჯობესებას, ასევე გამრიცხველიანების გაუმჯობესებასა და დაფარვის არეალის გაზრდას. ასევე ავტოპარკის განახლებასა და წყლის ხარისხის გაუმჯობესებას. ამ საინვესტიციო პროექტის მეშვეობით ეტაპობრივად და უწყვეტად ჩვენ გადაწყვეტილი გვაქვს გავაუმჯობესოთ ჩვენი მომხმარებლების წყლით მომარაგება და წყლის ხარისხი“, - აღნიშნა კომპანიის დირექტორმა.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები