მთავარიბიზნესიეკონომიკატურიზმი
ფინანსებიჯანდაცვასპორტიყველა სიახლე
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნესმრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრებაპერსონალური ფინანსები
პოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიშაინენერჯი
flag
AMD 7022.7
-0.0128
flag
AZN 1.6174
-0.0012
flag
CNY 37.678
0.0001
flag
EUR 3.1249
-0.0025
flag
GBP 3.6389
-0.0123
flag
KZT 52.57
0.0004
flag
TRY 0.0721
-0.0001
flag
USD 2.7503
-0.002

ჩვენ დავამტკიცეთ, რომ რეფორმა მუშაობს და კერო საპენსიო სისტემა არის მიზანშეწონილი - გოგა მელიქიძე

news image

ჩვენ დავამტკიცეთ, რომ რეფორმა მუშაობს და კერო საპენსიო სისტემა არის მიზანშეწონილი - ამის შესახებ საპენსიო სააგენტოს უფროსმა საინვესტიციო ოფიცერმა, გოგა მელიქიძემ განაცხადა.

საპენსიო სააგენტოს წარმომადგენლებმა დღეს ეროვნულ ბანკში გამართეს შეხვედრა.

„ბოლო 4 წლის განმავლობაში იყო კოვიდი, ინფლაცია, ომი და მერე კიდე ინფლაცია. მიუხედავად ამ დიდი ტურბულენტობისა ჩვენ მივღეთ ინფლაციაზე 12%-ით მეტი შემოსავალი, როცა შარშან ყველა საპენსიო ფონდი შემცირდა რეგიონში, ჩვენ გავიზარდეთ 7%-ით. დავიცავით ჩვენი ინვესტიციები და გადავანაწილეთ სწორად.

ასე, რომ ჩვენი განვლილი 4,5 წელი მეტყველებს იმაზე თუ რისი რესურსი გაქვს და როგორ ვმუშაობთ. ეს ფაქტი მუშაობს ჩვენს წარმატებულ საქმიანობაზე და სებ-ის სწორი რეგულირება და ზედამხედველობა“, - ამბობს გოგა მელიქიძე.

მისივე თქმით, საპენსიო პორტფელის გადანაწილებაზე მოსახლეობის ინფორმირება სრულად უნდა მოხდეს:

„როდესაც დავიწყეთ საინვესტიციო საქმიანობის მშენებლობა სამი რამე განვსაზღვრეთ: პროაქტიული კომუნიკაცია, გამარტივებული მესიჯბოქსი და არ უნდა იყოს პასუხგაუცემელი კითხვები. ბუნებრივია ამას ვემსახურებით. ფინანსური განათლება საქართველოში კი არა მსოფლიოს ყველა ქვეყანაში ჭირს. ბუნებრივია ჩვენთანაც ამის გამოწვევა გაქვს“, - ამბობს გოგა მელიქიძე.

მისივე თქმით, ამ დრომდე საინვესტიციო სამსახურმა 680 მილიონი ლარის საინვესტიციო მოგება უკვე დაარიცხა მოქალაქეთა შენატანებს, რაც 52%-ს წარმოადგენს და, ინფლაციის გათვალისწინებით, ანალოგიურ პერიოდზე მომგებიანობამ 12%-ს გადააჭარბა. უკვე გაცემულია 5,000-მდე მონაწილეზე 13 მლნ ლარზე მეტი პენსია.

news banner
ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











მოსაზრება

quote

ჩვენი ამოცანაა, ბიზნეს სექტორის ინტერესების წარმოდგენა

საჭიროა, ამ დადგენილებების მოდიფიცირება ისეთი გზით, რომ არ დაზიანდეს არც ბიზნესის და არც სახელმწიფოს ინტერესები.

author სოსო ფხაკაძე

სხვა სიახლეები

ბიზნეს სიახლეები
image

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა